ჯონ აპდაიკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ აპდაიკი

ჯონ ჰოიერ აპდაიკი (John Hoyer Updike; დ. 18 მარტი, 1932, რედინგი, პენსილვანია - გ. 27 იანვარი, 2009) — ამერიკელი მწერალი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია „კურდღლის სერია“ (ბაჭია, გაიქეცი; Rabbit Redux; Rabbit Is Rich; Rabbit At Rest; და Rabbit Remembered). ამ სერიიდან ორი ნაწარმოებისთვის მიღებული აქვს პულიცერის პრემია. მის ნაწარმოებთა პერსონაჟებს თავად აღწერს, როგორც „ამერიკის პატარა ქალაქის, პროტესტანი საშუალო კლასი“. აპდაიკს გამოქვეყნებული აქვს 22 რომანი და ათეული მოთხრობათა კრებული, პოეზია, ლიტერატურულ კრიტიკასა და საბავშვო წიგნებთან ერთად. მისი ასეულობით მოთხრობა, კრიტიკა და პოემა დაბეჭდილა ნიუ-იორკერის გვერდებზე 1950-იანი წლებიდან. მისი ნაწარმოებების მთავარი თემები ხშირად სექსი, რწმენა, სიკვდილი და მათი ურთიერთკავშირია.