ბარსელონის მეტროპოლიტენი
| ბარსელონის მეტროპოლიტენი ესპ. Metro de Barcelona |
|
|---|---|
| ინფორმაცია | |
| ქვეყანა | |
| ქალაქი | ბარსელონა |
| გახსნის თარიღი | 1924 წ. |
| ხაზის სიგრძე | 157,51 კმ. |
| სადგურთა რაოდენობა | 209 |
| ხაზთა რაოდენობა | 9 |
| მგზავრები დღეში | |
| მგზავრები წელიწადში | |
| ხაზების სქემა | |
ბარსელონის მეტროპოლიტენი (ესპ. და კატ. Metro de Barcelona) — მეტროპოლიტენი კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში და მის შემოგარენში, რომელიც წარმოადგენს საქალაქო საზოგადოებრივი ჩქაროსნული ტრანსპორტის სახეობას. ბარსელონას მეტრო ამუშავდა 1924 წელს.
დღეისათვის ბარსელონის მეტროს სისტემაში შედის 209 სადგური 9 ხაზზე, საერთო სიგრძით 157,5 კმ.. მიმდინარეობს სამუშაოები კიდევ 2 ხაზის დასამატებლად.
ბარსელონის მეტროპოლიტენს ემსახურება 2 ოპერატორი: TMB (კატ. Transports Metropolitans de Barcelona) და სარკინიგზო კომპანია FGC (კატ. Ferrocarrils de la Generalitat de Catalunya კატალონიის სახელმწიფო სარკინიგზო გზები).
მგზავრობის ღირებულება €1,30.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
ბარსელონის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი გაიხსნა 1924 წ.-ის 30 დეკემბერს კომპანია Gran Metropolitano de Barcelona-ის მიერ და კატალონიის მოედანს აკავშირებდა ლესეპსის სადგურთან: ახლა ეს რეგიონი მიეკუთვნება მესამე კვანძს. მეორე ხაზი, აშენდა კონკურენტი კომპანიის Metropolitano Transversal-ის მიერ და გაიხსნა 1926 წლის 10 ივნისს 1929წლის მსოფლიო გამოფენისთვის და აკავშირებდა ორ სარკინიგზო კვანძს, RENFE-ს ექსპლუატატორებს. მომდევნო მეტროს გახსნა მხოლოდ 1946 წელსღა მოხერხდა. ახალ მშენებლობებს ხელი ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა პრობლემებმა შეუშალა.
1951 წელს ორივე ოპერატორი ქალაქს დაექვემდებარა. ასეთი გადაწყვეტილება ქსელის სწრაფი განვითარების მიზნით მიიღეს.
ხაზები [რედაქტირება]
ბარსელონის მეტროს არსებული 9 ხაზიდან, 6-ს ემსახურებოდა კომპანია TMB, 3 ექსპლუატირდებოდა კატალონიის სარკინიგზო გზების მიერ. დღეისათვის მეტროს სქემებზე ასევე აღნიშნულია ფუნიკულიორის ხაზიც, რომელიც ინტეგრირებულია მეტროპოლიტენთან, და 2 ტრამვაის სისტემა: Trambaix და Trambesòs.
ბარსელონის მეტროს ხაზებს არ გააჩნიათ სახელები. მათი განსხვავება ხდება ნომრებით. ხაზებს 1 - 5 და 11 ემსახურება TMB, 6 - 8 კატალონიის სარკინიგზო გზები.
| ხაზის ნომერი | რუკის ფერი | გაიხსნა | მარშრუტი |
|---|---|---|---|
| ხაზი 1 | წითელი | 1926 | Hospital de Bellvitge - Fondo |
| ხაზი 2 | მეწამული | 1995 | Paral·lel - Pep Ventura |
| ხაზი 3 | მწვანე | 1924 | Zona Universitària - Trinitat Nova |
| ხაზი 4 | ყვითელი | 1973 | Trinitat Nova - La Pau |
| ხაზი 5 | ლურჯი | 1959 | Cornellà Centre - Horta |
| ხაზი 11 | სალათისფერი | 2003 | Trinitat Nova - Can Cuiàs |
| ხაზის ნომერი | რუკის ფერი | გაიხსნა | მარშრუტი |
|---|---|---|---|
| ხაზი 6 | ლურჯი | 1863 | Pl. Catalunya - Reina Elisenda |
| ხაზი 7 | ყავისფერი | 1954 | Pl. Catalunya - Av. Tibidabo |
| ხაზი 8 | ვარდისფერი | 1912 | Pl. Espanya - Molí Nou-Ciutat Cooperativa |
სხვა [რედაქტირება]
ფუნიკულიორის ტიპის რკინიგზა, რომელიც რუკებზე ხშირად მეტროს ნაწილად არის ხოლმე აღნიშნული.
| ხაზის ნომერი | რუკის ფერი | გაიხსნა | მარშრუტი |
|---|---|---|---|
| Funicular de Montjuïc | მუქი მწვანე | 1929 | Paral·lel - Parc de Montjuïc |
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სტატიის