ბაისუბნის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაისუბნის განძისასანური მონეტების განძი, რომელიც აღმოჩნდა 1939 წელს სოფელ ბაისუბანში (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი). მოთავსებული იყო ქოთანში. მონეტები გაიფანტა. შემორჩენილი 2 დრაქმა მოჭრილია კავად I-ისა (488-531 წწ.) და ჰორმიზდ IV-ის (579-590 წწ.) სახელით. დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]