ბაიანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაიანგიმალაიზიური ვამპირი, რომელიც კატას მოგვაგონებს და ბავშვებზე ნადირობს. შესაძლებელია მისი დამონება და მსახურ დემონად გადაქცევა. ხშირად, ერთი ოჯახის ფარგლებში ბაიანგი რამდენიმე თაობას ემსახურება. თუ მას დაიჭერენ, იგი კვერცხებით იკვებება და თუ საჭმელი შემოაკლდა, პატრონს აუმხედრდება. ასეთი დემონის პატრონს შეუძლია მისი მტრისთვის გაგზავნა. მტერი, როგორც წესი, მალევე გაურკვეველი დაავადების შედეგად გარდაიცვლება. ტრადიციების მიხედვით, ბაიანგი წინასწარ მოჯადოებული მკვდრადშობილი ბავშვის სხეულისგან ჩნდება.