ბათმანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბათმანი, საწყაო და წონის ერთეული ირანში, ოსმალეთში, რუსეთსა და კავკასიაში, კერძოდ საქართველოში. შემოიღო აყ-ყოიუნლუს თურქმანთა ტომების გამგებელმა უზუნ-ჰასანმა (XV საუკუნის II ნახევარში). იყენებდნენ აბრეშუმის, მარცვლეულისა და სხვა ასაწონად და საწყაოდ. XVIII საუკუნეში საქართველოში გავრცელებული იყო ირანული ბათმანი (საშუალო 3 კგ) და ოსმალური ბათმანი (საშუალო 7,3 კგ). ოსმალურ ბათმანს აღმოსავლეთ საქართველოში თილანის ბათმანი ან თილანი ეწოდებოდა. XIX საუკუნეში საქართველოში ბათმანის წონა ცვალებადი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჯაფარიძე გ., ქსე, ტ. 2, გვ. 148, თბ., 1977