ბაზიფიკაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაზიფიკაცია (გეოლოგიაში) — დედამიწის კონტინენტური ქერქის ოკეანურ ქერქად გარდაქმნის ჰიპოთეზური პროცესი. ამ დროს უნდა მიმდინარეობდეს ან მეტასომატური ბაზიფიკაცია — ქერქის „გრანიტულ” ფენაში კაჟმიწისა და ტუტეების თანდათანობითი შეცვლა ქვემოდან მოდენილი მაგნიუმით, კალციუმითა და რკინით, ან მანტიიდან ამოსულ გადახურებულ ბაზალტურ მდნარში გრანიტებისა და გნაისების „გახსნა“. ბაზიფიკაციის ჰიპოთეზაზე მუშაობდნენ გეოლოგები ვლადიმერ ბელოუსოვი, ბ. პეტრუშევსკი და ვ. ტიხომიროვი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]