ახალგაზრდა ავღანელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალგაზრდა ავღანელებიავღანეთის ეროვნულ-პატრიოტული მოძრაობის მონაწილენი XX საუკუნის დამდეგს. მოძრაობა აერთიანებდა ინტელიგენციის, ლიბერალური მემამულეებისა და ვაჭრების წარმომადგენლებს. მისი ერთ-ერთი იდეოლოგი იყო მაჰმუდ თარზი.

ახალგაზრდა ავღანელთა მოძრაობა განსაკუთრებით გააქტიურდა რუსეთის 1905-1907 წლის რევოლუციის გავლენით. ახალგაზრდა ავღანელები მოითხოვდნენ ეროვნულ დამოუკიდებლობას, ამირას ძალაუფლების შეზღუდვას, საერო განათლების გაფართოებას, ეროვნული მრეწველობის და ვაჭრობის განვითარებას.

1908 წელს ორგანიზაცია განადგურებულ იქნა ამირა ჰაბიბულას მიერ. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ახალგაზრდა ავღანელებმა ამანულა ხანის მეთაურობით გაანახლეს საქმიანობა და 1919 წელს ხელთ იგდეს ძალაუფლება. ახალგაზრდა ავღანელების მთავრობამ მიაღწია ავღანეთის დამოუკიდებლობას ინგლისისაგან და 1918-1928 წლებში ჩაატარა მთელი რიგი რეფორმები.

ახალგაზრდა ავღანელების მთავრობა დაემხო 1929 წელს, ბაჩაი საკაოს აჯანყების შედეგად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]