აქიუ
აქიუ, აფხაზ სპელეოლოგთა მღვიმე — კარსტული მღვიმე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალი ათონის მახლობლად, მდ. ფსირცხის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 160 მ. 30 მ სიგრძის ვიწრო ხვრელით უერთდება 30 მ სიმაღლის მთავარ დარბაზს. სტალაგმიტებითა და სტალაქტიტებით მორთული დარბაზების საერთო სიგრძეა 125 მ. აქიუში ნაპოვნია მღვიმური დათვის ძვლები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯავრიშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 37.