აფველინგი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აფველინგის გავრცელების რაიონები (აღნიშნულია წითელი ხაზით)

აფველინგი (ინგლ. upwelling; up – ზევით და well – ამოჩქეფა) — პროცესი, რომლის შედეგად ოკეანის ღრმა წყლის ფენები ამოდიან ზედაპირზე. აფველინგი განსაკუთრებით აქტიურია ოკეანისა და ზღვის სანაპირო ზონებში, სადაც მიმართული ქარებისა და დინებების შედეგად მიმდინარეობს წყლების ამოწევა 100-300 მეტრის სიღრმიდან.

სტაბილური და ძლიერი აფველინგი უმთავრესად დაკავშირებულია პასატური და აღმოსავლეთ მოსაზღვრე დინებებით ატლანტისა და წყნარ ოკეანეებში.

საერთო ჯამში მუდმივი აფველინგის გამოვლინება თანამედროვე ოკეანეში შეფასებულია დაახლოებით 1 მლნ. კმ²-ზე.

აფველინგთან დაკავშირებულია სასარგებლო წიაღისეულის რამდენიმე სახეობის წარმოქმნა. ასეთია მაგალითად ფოსფორიტი. მასზე მიუთითებს (პალეოგეოგრაფიული რეკონსტრუქცია) კამბრიულისწინა და ფანეროზოურის დროინდელი ფოსფორიტების აუზები, სადაც ფოსფორიტების მსხვილი

აფველინგი ოკეანეში

ადგილსამყოფელები წარმოქმნილია ოკეანურ შელფზე, რომელიც თავის მხრივ, აფველინგითაა გარშემორტყმული.

აფველინგის გამოვლინების რაიონებია: პერუსა და ჩილეს სანაპიროები, არაბეთის ზღვა, სამხრეთი აფრიკის დასავლეთ სანაპირო და ასევე ახალი ზელანდიის, ბრაზილიისა და კალიფორნიის შესაბამისად, აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპიროები.

ოკეანეში კვების ჯაჭვი ასე გამოიყურება:

  • ფიტოპლანქტონი → ზოოპლანქტონი → მტაცებელი ზოოპლანქტონი → მფილტრავი ორგანიზმები → მტაცებელი თევზები.

ამრიგად კვების ჯაჭვის თითოეული ეს ელემენტი აფველინგისთვის ძირითადია.

აფველინგი იქმნება ასევე არაოკეანურ გარემოშიც, მაგ.: ტბაში, მანტიაში, ვარსკვლავთა პლაზმაში და სხვ. იქ აფველინგი ნაწილობრივ კონვექციის შედეგია.


[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Mann, K.H., Lazier, J.R.N. (2006) "Dynamics of Marine Ecosystems: Biological-Physical Interactions in the Oceans." Oxford: Blackwell Publishing Ltd. ISBN 1-45051-1118-6
  • Jennings, S., Kaiser, M.J., Reynolds, J.D. (2001) "Marine Fisheries Ecology." Oxford: Blackwell Science Ltd. ISBN 0-632-05098-5
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე