ატლანტი (მითოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ატლანტი (ბერძ. ατλας) — ბერძნულ მითოლოგიაში — ტიტანი, იაპეტეს ძე, პრომეთეს ბრძენი ძმა. ჰომეროსთან — „ვერაგი, ზღვის სიღრმეთა მცოდნე, ცისა და დედამიწის გამყოფი სვეტების მზიდავი“. ატლანტის სამყოფელი უკიდურესი დასავლეთია. გადმოცემით იგი მიემხრო ღმერთებთან მებრძოლ ტიტანებს, ამიტომ ზევსმა დასაჯა: უბრძანა თავითა და ხელებით შეეკავებინა ცის თაღი. გვიანდელი ვერსიით, ატლანტი აფრიკის მეფეა, რომელმაც სტუმრად არ მიიღო პერსევსი, განრისხებულმა პერსევსმა მედუზას თავის დახმარებით იგი გადააქცია ატლასის მთად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]