ასტრო ბიჭი (ფილმი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ასტრო ბიჭი — რეჟისორ დევიდ ბაუერსის 2009 წლის სამგანზომილებიანი ანიმაციური ფილმი. იგი ეფუძნება ოსამუ ტეზუკა ამავე სახელწოდების ანიმე სერიალს. ფილმს სხვადასხვა ცნობილი მსახიობი ახმოვანებს, მათ შორის - ნათან ლეინი, ნიკოლას კეიჯი, შარლიზ ტერონი და კრისტენ ბელი.
ფილმის მოვლენები ვითარდება ქალაქ მეტროპოლისში. იღუპება მეცნიერ ტემის ერთადერთი შვილი. ტემი ქმნის რობოტს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი აქვს და მეტიც - მისი შვილის მოგონებები და იერი. მაგრამ ასტრო ბიჭი ოცნებობს დიდ აღიარებაზე და რობოტთა გლადიატორულ ბრძოლებში მონაწილეობს. იგი საბოლოოდ შინ ბრუნდება, რათა მამას შეურიგდეს.
სტატიის