არხაჯის ბალახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არხაჯის ბალახი

არხაჯის ბალახი (ლათ. Suaeda altissima) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. აქვს წვნიანი ფოთლები და 2 მ-მდე სიმაღლის ღერო, რომელიც ხშირად ხევდება.

მლაშობურაა, იზრდება უმეტესად უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოში დამლაშებულ ადგილებში (ბიცობიან ნიადაგზე). გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, ირანში, შუა აზიასა და მონღოლეთში.

საქართველოში იზრდება მესხეთში, შიდა და ქვემო ქართლში მტკვრისპირა ვაკესა და მთისწინებზე. მრავლდება ვეგეტატიურად. ვითარდება არხაჯებზე (საქონლის საყარი), სარწყავი არხების პირას და დანაგვიანებულ ადგილებში.

არხაჯის ბალახი გამოიყენება სოდის მისაღებად. ყლორტებისა და ფოთლებისაგან ზოგან მხალს ამზადებენ. თესლი შეიცავს 16% ზეთს. მოყონვის შემდეგ არხაჯის ბალახს საქონელი ჭამს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]