არის ალექსენიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არის ალექსენიანი

დაიბადა1901 წელს
აგინი, ოსმალეთის იმპერია
გარდაიცვალა27 ივნისი, 1961(1961-06-27)
ეროვნებასომეხი
საქმიანობა ბიზნესმენი

არის ლუკ ალექსენიანი (Արիստակէս Ղուկաս Ալիքսանեան; დ. 1901; — გ. 27 ივნისი, 1961) — სომხური წარმომავლობის ცნობილი კანადელი მოგზაური. სტატიებსა და პუბლიკაციებში ხშირად მოიხსენიება როგორც ა. ლ. ალექსენიანი და არის ლ. ალექსანიანი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსენიანის ადრეული ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. იგი დაიბადა აგინში, ოსმალეთის იმპერიაში, 1901 წელს. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. ადრეულ ასაკში ორივე მშობელი დაკარგა და ობლად გაიზარდა. ის 6 თვის განმავლობაში იმალებოდა იმპერიის ანატოლიის რეგიონში, სომეხთა გენოციდისგან თავის დასაღწევად. მას ამ პერიოდში ესროლეს და დაჭრეს. [1] საბოლოოდ მან გაქცევა შეძლო. ის პირველად ჩავიდა ნიუ-იორკში, 1920 წელს და შემდეგ გადავიდა კანადაში 1921 წელს.

სომეხი ბიჭების ფერმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1923 წელს ალექსენიანი გადავიდა ჯორჯთაუნში, ონტარიოში, რათა სომეხი ობლების სკოლაში გამხდარიყო მასწავლებელი და თანაშემწის დამხმარე. [2] სკოლას სომეხი ბიჭების ფერმა ერქვა. [3] სკოლის მოსწავლეები იყვნენ სომეხთა გენოციდის მსხვერპლნი. 1900-1914 წლებში კანადამ მიიღო 1500-მდე სომეხი ლტოლვილი. 1920-იანი წლების დასაწყისში კანადაში ათასობით ადამიანი იმიგრირდა, მათ შორის იყო ჯგუფი, რომელსაც ჯორჯთაუნის ბიჭები ერქვა. ჯორჯთაუნის სკოლამ მიიღო 110 ბიჭი, რომლებმაც განათლება მიიღეს და ფერმერობას სწავლობდნენ. [4] ამ პერიოდში ალექსანიანმა დააფუძნა და მოაწყო ყოველთვიური გაზეთის გამოცემა სახელწოდებით არარატ, რომელშიც წარმოდგენილი იყო ობოლი ბიჭების ხელოვნება და ნაწერები.

ალექსენიანი ასევე მონაწილეობდა ჯორჯთაუნის სკოლაში გამართულ სპექტაკლებში. სპექტაკლ „ჯორჯთაუნის ბიჭების“ პრემიერა შედგა ჯორჯთაუნის ჯონ ელიოტის თეატრში, 2008 წელს. მოგვიანებით მისი პერსონაჟი გამოჩნდა მიუზიკლში, სახელწოდებით ჯორჯთაუნის ბიჭები: მიუზიკლი, რომელიც შესრულდა ჯონ კენედის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში, 2009 წლის აპრილში.

ქორწინება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1927 წლის იანვარში ჯორჯთაუნში ალექსენიანი დაქორწინდა მერი ბოღოსიანზე, რომელიც სულ ცოტა ხნის ჩამოსული იყო ეგვიპტიდან კანადაში. [2] ისინი გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდნენ ბავშვთა სახლში, ჰამილტონში გადასვლამდე. მათ სამი ვაჟი შეეძინათ, არამი, არმენი და ალბერტი.

გადასვლა ჰამილტონში, ონტარიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანიანი გადავიდა ჰამილტონში, ონტარიოში 1927 წელს [2] სადაც მან გახსნა აღმოსავლური ხალიჩების მაღაზია, სახელწოდებით Oriental Art Galleries. [2] მას ხელნაკეთი ხალიჩები მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან შემოჰქონდა ამასთან ერთად, ინტენსიურად მოგზაურობდა ახლო აღმოსავლეთში, თავისი ბიზნესისთვის ახალი ხალიჩების შესაძენად. [5]

მსოფლიო მოგზაური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1940-იანი წლების ბოლოს და 1950-იანი წლების დასაწყისში ალექსენიანი ინტენსიურად მოგზაურობდა ახლო აღმოსავლეთში, ხალიჩების შესაძენად. [6] მისი მოგზაურობების შესახებ ხშირად იწერებოდა 1846 წელს დაარსებულ გაზეთში, სახელწოდებით [7] ჰამილტონის მაყურებელი. ამ მოგზაურობებიდან დაბრუნებისთანავე ის შემდეგ ხშირად კითხულობდა ლექციებს ადგილობრივ საზოგადოებასა და ეკლესიის ჯგუფებში, მათ აჩვენებდა ფოტოებს და ვიდეობს, რომლებიც მოგზაურობის დროს გადაიღო. [6] 1958 წლისთვის მან განაცხადა, რომ ომის შემდეგ მან 304,000 მილი გაიარა ქვეყნის გარეთ. [8] ალექსანიანი ასევე იყო გამოცდილი ლინგვისტი და შეეძლო ექვს ენაზე ლაპარაკი, რაც მან თავის სასარგებლოდ გამოიყენა საქმიანი მოლაპარაკებებისათვის 15-ზე მეტ ქვეყანაში, რომელსაც იგი ჩვეულებრივ სტუმრობდა მოგზაურობის დროს. [1]

ხალიჩების ბიზნესის გაფართოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსენიანმა 1950 წელს დაიწყო ხალიჩების ბიზნესის გაფართოება და გახსნა მეორე მაღაზია ოტავაში, ონტარიოში. 1955 წელს კომპანია დაარსდა სახელით Alexanian and Sons Limited. [9]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Apramian, Jack (2009). The Georgetown Boys. Edited and revised by Lorne Shirinian. Toronto: Zoryan Institute. First published in 1976.
  • Ohanian, Daniel (2017). "Sympathy and Exclusion: The Migration of Child and Women Survivors of the Armenian Genocide from the Eastern Mediterranean to Canada, 1923–1930." Genocide Studies International 11, no. 2: 197–215. doi: 10.3138/gsi.11.2.04
  • Ray, Randy (2004). I Know That Name: The People Behind Canada's Best-Known Brand Names From Elizabeth Arden to Walter Zeller. Toronto: Hounslow Press. ISBN 978-1-55002-500-2. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Hamilton Spectator, March 4, 1953, "City merchant Ends 47,000-mile trip"
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Apramian, Jack (2009). The Georgetown Boys. Edited and revised by Lorne Shirinian. Toronto: Zoryan Institute. First published in 1976.
  3. Hamilton Review, May 14, 1955, "Taught Orphans in 1922 Still Keeps in Touch Proud of their Success"
  4. Ohanian, Daniel (2017). "Sympathy and Exclusion: The Migration of Child and Women Survivors of the Armenian Genocide from the Eastern Mediterranean to Canada, 1923–1930." Genocide Studies International 11, no. 2: 197–215. doi: 10.3138/gsi.11.2.04
  5. Hamilton Spectator, June 28, 1961, "City Carpet Importer, Aris Alexanian, 60, Dies"
  6. 6.0 6.1 Hamilton Spectator, Dec 10, 1954, Beryl Brown, "Arab Robe Tells of Middle East Hospitality"
  7. Hamilton Spectator, July 5, 1957, Aris Alexanian, "Circles Earth On Magic Carpet Ride; Finds Big Changes Everywhere", Page 35
  8. Hamilton Spectator, June 26, 1958, "A. L. Alexanian off Tomorrow on World Tour"
  9. Hamilton Spectator, April 28, 1955, "Alexanian's Forms Limited Company For Rug Business"