არისტოფანე
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|არისტოფანე}} |
არისტოფანე (ბერძნ. Ἀριστοφάνης; დაახ. ძვ. წ. 446 – ძვ. წ. 388) — საბერძნეთისა და უძველესი სამყაროს უდიდესი დრამატული მწერალი.
მისი დაბადების თარიღი და ადგილი უცნობია, თუმცა 420-იან წლებში ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო, როდესაც უდიდეს წარმატებას აღწევს დიონისეს თეატრში. აშკარაა, რომ განათლებული და საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო. მისი ყველაზე განთქმული კომედიები იყო ათენის დრამატული ფესტივალებისთვის დაწერილი "ჩიტები". დაწერილი აქვს ორმოცი სპექტაკლი, რომელთაგან დღემდე მოღწეულია თერთმეტი. მისი ნამუშევრები დღეისთვის გადარჩენილი ერთადერთი სრული ნიმუშებია ძველი ბერძნული კომედიების, თუმცა ასევე შემორჩენილია მისი თანამედროვეების კრატინუსისა და ეუპოლისის ნამუშევრების ვრცელი ფრაგმენტები.
არისტოფანეს ნაწარმოებთა უმრავლესობა პოლიტიკური იყო და ხშირად ათენის ცნობილ მოქალაქეებსა და მათ პელოპონესის ომში მოქმედებებზე სატირას წარმოადგენდა. მის ნამუშევრებში ირიბად მინიშნებულია, რომ ის არაერთხელ დაუსჯია კლეონს ათენელების უცხოელთა თანდასწრებით დაკნინებისა და დაცინვის გამო.