არაფარდი პარკხვევია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| არაფარდი პარკხვევია | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Ocneria dispar | ||
| დაცვის სტატუსი | ||
არაფარდი პარკხვევია (Ocneria dispar) — პეპელა ტალღურასებრთა ოჯახისა. დედალ-მამალი ერთმანეთისაგან განირჩევა სიდიდით, ფერით და ულვაშების ფორმით, რისთვისაც არაფარდი (არაერთნაირი) შეარქვეს. დედალი პეპელა კვერცხს დებს გროვებად (1500-მდე) შტამებზე, მსხვილ ტოტებზე და სხვა. წელიწადში ვითარდება ერთი თაობა. იზამთრებს მატლი. არაფარდი პარკხვევია გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. მატლი იკვებება ტყის ჯიშებისა და ხეხილის მწვანე ნაწილებით.
ბრძოლის ღონისძიებანი: კვერცხების გროვის გაჟღენთა კრეოზოტით, ნავთით ან მაზუთით. მატლების მოსასპოპად ხეებზე კონტაქტური და ნაწლავის შხამების შეფრქვევა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 544, თბ., 1975 წელი.