აპოლინარ რავენელი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| აპოლინარ რავენელი | |
|---|---|
| სანტ-აპოლინარე-ინ-კლასეს მოზაიკა | |
| Απολλινάριος της Ραβένας | |
| გარდაიცვალა | 23 ივლისი, 75, რავენა, იტალია |
| ხსენების დღე | მართლმადიდებლები – 5 აგვისტო (ახ. სტ.) კათოლიკეები – 20 ივლისი (ახ. სტ.) |
| ატრიბუტები | მღვდელმოწამე |
აპოლინარ რავენელი (ბერძნ. Απολλινάριος της Ραβένας; დ. ?, ანტიოქია — გ. 75, რავენა) — მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების წმინდანი, რავენის ეპისკოპოსი. მართლმადიდებლები მოიხსენიებენ ახალი სტილით 5 აგვისტოს, ხოლო კათოლიკეები ახალი სტილით 20 ივლისს.
აპოლინარ რავენელი წარმოშობით ანტიოქიელი იყო. რავენის ეპისკოპოსად იგი პავლე მოციქულმა აკურთხა რომში, იმპერატორ კლავდიუსის (41-54) დროს. წმინდა აპოლინარი 28 წლის მანძილზე განაგებდა რავენის ეკლესიას და გარდაიცვალა ქრისტეს შობიდან დაახლოებით 75 წელს.