მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანოგრამა (ლათ. Anogramma leptophylla) — გვიმრა ტაბელასებრთა (ადრე ადიანტუმისებრთა) ოჯახისა. მცირე ზომის (6–25 სმ) მცენარეა, ქმნის პატარა კორდებს. აქვს ორგვარი ფოთოლი — სტერილური და სპორებიანი. გვხვდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, ტასმანიაში, ახალ ზელანდიაში, დასავლეთ და სამხრეთ ევროპაში, აფრიკაში, ამიერკავკასიასა და შუა აზიის (ქოპეთდაღი) მთებში. იშვიათი გვიმრაა. საქართველოში მარტო კოლხეთში — გურიასა (ფოთსა და სუფსას შორის) და აჭარაში (ბათუმი, ხულო) — იზრდება ზღვისპირა ტენიან დაჩრდილულ კლდეებზე, მუხნარსა და მურყნარში. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.