ანდრეი ნიშენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრეი ნიშენკო
დაბადების თარიღი 6 მაისი, 1972
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 1990
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
დაკრძალულია შეჰიდთა ხეივანი
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ

ანდრეი ნიშენკო (აზერ. Andrey Nişşenko, სრული სახელი:Andrey Aleksandroviç Nişşenko; დ. 6 მაისი, 1972, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ სსრკ — გ. 20 იანვარი 1990, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) – ბაქოს შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1972 წლის 6 მაისს ბაქოში. ეროვნებით რუსი. დაამთავრა 175-ე საშუალო სკოლა. იანვრის ტრაგედიამდე სწავლობდა მე-2 სარკინიგზო სკოლის მე-3 კურსზე.

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი მეგობრისმ ფუად ბაბაევის თქმით, ქუჩაში, კინოთეატრ „ხაზართან მიდიოდნენ, რა დროსაც სამხედროებმა ტანკებიდან დაიწყეს სროლა: ფუადი ფეხში დაიჭრა და მოგვიანებით უცნობებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეორე დღეს გაიგო, რომ ანდრეი ჯარისკაცებმა ხიშტებით მოკლეს.[2] დაფრძალულია შეჰიდთა ხეივანში.

სამახსოვრო დაფა დგას 175-ე საშუალო სკოლაში (რომელიც თავად დაამთავრა).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]