ანდრეი მოვჩანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრეი მოვჩანი
რუს. Андрей Андреевич Мовчан
დაბ. თარიღი 25 აპრილი, 1968(1968-04-25) (55 წლის)
დაბ. ადგილი მოსკოვი
მოქალაქეობა  რუსეთი
საქმიანობა ეკონომისტი
მუშაობის ადგილი Carnegie Moscow Center
ალმა-მატერი MSU Faculty of Mechanics and Mathematics, ბუთის ბიზნესის სკოლა და Finance University under the Government of the Russian Federation
საიტი movchans.com

ანდრეი მოვჩანი (დ. 25 აპრილი, 1968, მოსკოვი) — რუსი ეკონომისტი, ფინანსისტი, ინვესტიციების სპეციალისტი. Movchan's Group-ის დამფუძნებელი, ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამის ექსპერტი კარნეგის მოსკოვის ცენტრში[1].

Movchans Group-ის საქმიანობის სფეროა გლობალური ფინანსური ბაზრებზე მაღალი შემოსავლების მქონე ფიზიკური პირების ქონების მართვა, კონსულტაცია ბიზნესის მართვის საკითხებზე და საინვესტიციო პორტფელების დამოუკიდებელი შეფასება.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1968 წლის 25 აპრილს მოსკოვში.

2020 წელს დატოვა რუსეთი და ოჯახთან ერთად ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1992-1993 წლებში იყო ალფა ჯგუფის განყოფილების უფროსი. 1993 წელს დაინიშნა გუტას ჯგუფის ფინანსური განყოფილების უფროსად.
  • 1994-1997 რუსეთის საკრედიტო ბანკის განყოფილების უფროსი.
  • 1997 წლიდან 2003 წლამდე — ტროიკა დიალოგის აღმასრულებელი დირექტორი.
  • 2003-2009 წლებში — აღმასრულებელი დირექტორი კომპანიაში Ренессанс Управление инвестициями.
  • 2006-2008 წლებში — რენესანს კრედიტი ბანკის აღმასრულებელი დირექტორი.
  • 2015 წელს იგი ხელმძღვანელობდა ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამას კარნეგის მოსკოვის ცენტრში, პროგრამის ექსპერტი 2017 წლის ივლისიდან.
  • 2016 წელს მან დააფუძნა Movchan's Group, ინვესტიციების მართვის კომპანია და არის მმართველი პარტნიორი.

პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი ცნობილია როგორც ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური სტატიების ავტორი და აქვს პირადი ბლოგი Facebook-ზე. არის YouTube და Telegram-ზე არხების ავტორი, რომელიც ეხება ფინანსური და საინვესტიციო ბაზრების თემატიკას.

იგი არის ჟურნალების Forbes[3], გამოცემა Republic.ru[4] და გაზეთების Vedomosti, РБК და Kommersant-ის სვეტების ავტორი. მიჰყავს ბლოგი საიტზე Snob.ru[5].

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Андрей Мовчан. Россия в эпоху постправды. Здравый смысл против информационного шума. — М.: Альпина Паблишер, 2019. — 598 с. — ISBN 978-5-9614-2428-7.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]