დაზღვევა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლოიდლის ხელმოწერის დარბაზი, ლონდონი XIX საუკუნე

დაზღვევა არის რისკის მართვის ერთ-ერთი ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რისკის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური ზარალის თავიდან აცილება (სადაზღვევო საზოგადოებაზე გადაცემა).

კლიენტსა (დამზღვევი) და სადაზღვევო საზოგადოებას (მზღვეველი) შორის დადებული სადაზღვევო ხელშეკრულებისას დამზღვევის მიერ ხდება რისკის მზღვეველისათვის გადაცემა, რის შემდეგაც შესაძლო ზარალის დროს მზღვევლი დამზღვევს სრულად აუნაზღაურებს ფინანსურ ზარალს იმ ოდენობით და იმ პირობებით, რომელიც სადაზღვევო ხელშეკრულებაშია ჩადებული.

დაზღვევოს ძირითადი პრინციპი ასეთია: ყოველწლიურად უამრავ ადამიანს გარკვეული თანხა შეაქვს საერთო ფონდში, საიდანაც კომპესაცია მიეცემათ ცალკეულ დაზღვეულ პირებს.

დაზღვევის პირობები განისაზღვრება საბუთით — პოლისით — რომელსაც სადაზღვეო კომპანია გასცემს. ყველას შეუძლია ნებისმიერი უსიამოვნებისაგან დაიზღვიოს — სახლისა თუ ავტომობილის დაზიანებით დაწყებული და სამსახურის დაკარგვით დამთავრებული. სპორტის ბევრი დიდი ვარსკვლავი ეზღვევა სერიოზული ტრავმის წინააღმდეგ, რომელსაც შესაძლოა კარიერა შეუწყვიტოს.

პენსია[რედაქტირება]

პენსია დაზღვევის სახეობაა, რომელიც იმის გარანტიას იძლევა, რომ პენსიაზე გასული ადამიანი გარკვეულ შემოსავალს მიიღებს. ზოგჯერ პენსია ნამსახურები წლების მიხედვით ინიშნება, მეტწილად კი შენატანებზეა დაფუძნებული: სადაზღვევო ფონდში ყოველკვირეულად ირიცხება ხელფასის გარკვეული თანხა, რომლის საფუძველზე შემდგომში ადამიანი პენსიას იღებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • "ჯანდაცვის ეკონომიკა და დაზღვევა", თენგიზ ვერულავა, თბილისი, 2009 წ.[1]
  • Oxford University Press 1998.

რესურსები ინტერნეტში:[რედაქტირება]