ანგლო-ზულუსური ომი
ანგლო-ზულუსური ომი | |||
---|---|---|---|
თარიღი | 11 იანვარი 1879 — 4 ივლისი 1879 | ||
შედეგი |
| ||
ტერიტორიული ცვლილებები |
ზულუს ტომების სახელმწიფო, ნატალის კოლონიას შეუერთეს. | ||
მხარეები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ანგლო-ზულუსური ომი ვიკისაწყობში |
ანგლო-ზულუსური ომი — 1879 წლის დაპირისპირება ზულუსის ტომებს და ინგლისს შორის, რომელიც ინგლისის გამარჯვებით, ზულუს ტომების მეთაურის ტყვედ ჩაგდებით და სახელმწიფოს ანექსიით დასრულდა.
ომის მიმდინარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1870 წელს ინგლისელებს სამხრეთ აფრიკაში ხელთ ეპყრათ ვრცელი ტერიტორიები, რომლებიც დაიპყრეს წინა წლებში, მკვიდრი აფრიკული ტომების გაჟლეტისა და ბურების კუთვნილი ტერიტორიების - კაპის და ნატალის მიტაცების გზით. მაგრამ ინგლისელები ამით არ დაკმაყოფილდნენ და ვრცელი მიწების დაპყრობას მიჰყვეს ხელი. ინგლისის გაბატონებულმა კლასებმა გადაწყვიტეს არა მარტო მთელი სამხრეთი აფრიკის ბატონ-პატრონი გამხდარიყვნენ, არამედ შეექმნათ ერთი მთლიანი აფრიკული კოლონიური იმპერიაა კაიროდან კეიპტაუნამდე.
1878 წელს ზულუსების ტომების უმაღლესი ბელადი ამ დროისთვის იყო კეჩვაიო, რომელიც პატრიოტული და სამხედრო-დიპლომატიური ნიჭით იყო დაჯილდოებული. ის აგრძელებდა მისი წინამორბედის ჩაკას საქმეს - ამჭიდროვებდა ტომებს, სასტიკად ებრძოდა ტომთა შუღლს, აძლიერებდა არმიის ბრძოლისუნარიანობას და ამტკიცებდა ქვეყნის თავდაცვას.იგი ბურების და ინგლისელების მეზობელი იყო, ისინი კი თანდათანობით ავიწროვებდნენ ზულუსების მიწა-წყალს და ტომების განადგურების გეგმებს აწყობდნენ. კეჩვაიოს მიერ ზულულენდში განხორციელებული სამხედრო, ადმინისტრაციული და სხვა ხასიათის ღონისძიებები თვითმხილველი ევროპელების განცვიფრებასაც კი იწვევდა.
1878 წლის დეკემბერში ინგლილსელებმა კეჩვაიოს მოთხოვეს არმიის დაშლა, ინგლისის რეზიდენტის მიღება და მისიონერთა საქმიანობის დაშვება. ბელადთა საბჭომ და კეჩვაიომ ერთსულოვნად უარყვეს ინგლისელთა თავხედური მოთხოვნები. ინგლისელმა კოლონიზატორებმა კი ეს ზულუსების ქვეყანაში შეჭრის საბაბად გამოიყენეს. თანამედროვე საბრძოლო იარაღით შეჭრილ აგრესორებს იმედი ჰქონდათ, რომ მოკლე დროში დაძლევდნენ ნახევრად უიარაღო, ნახევრად პრიმიტიული იარაღით მერძოლი ზულუსი ტომების წინააღმდეგობას, მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა, ზულუსებმა მომხდურ მტრებს გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს და არაერთი სერიოზული მარცხი მიაყენეს მათ. ამ ბრძოლის პროცესში ზულუსების არმიამ ისეთი მაღალი საბრძოლო თვისებები, გმირობა, თავდადება და პატრიოტული სულისკვეთება გამოავლინა, რომ თვით კოლონიზატორთა განცვიფრებაც კი გამოიწვია. ფ. ენგელსმა მაღალი შეფასება მისცა ზულუსების ბრძოლისუნარიანობას, მათ თავდადებას და პატრიოტიზმს.
შედეგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინგლისელმა კოლონიზატორებმა მხოლოდ ხანგრძლივი სისხლისმღვრელი ბრძოლების, ათეული ათასი პატრიოტის მოსპობით, კეჩვაიოს ტყვეთ ჩაგდებით და ტომთა შორის შუღლის გაღვიძებით მოახერხეს ზულუს ტომების წინააღმდეგობის დაძლევა და ქვეყნის ანექსია. ეს მოხდა 1887 წელს, როცა კეჩვაიოს ყოფილი სახელმწიფო ნატალის კოლონიას შეუერთეს. მათ, ამასთან ერთად თავიანთ ბატონობას დაუმორჩილეს ინდოეთის ოკეანის სანაპირო ტერიტორიები მოზამბიკამდე, რითაც ბურებს წაართვეს ოკეანეზე გასვლის შესაძლებლობა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Историческое общество Англо-зулусской войны (ინგლისური).
- История Англо-зулусской войны, автор Ян Найт დაარქივებული 2009-08-11 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური).
- Впечатления путешественников დაარქივებული 2007-11-01 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური).