ანამი კორეჩიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანამი კორეტიკა

ანამი კორეტიკა (იაპონ. 阿南惟幾;დ. 21 თებერვალი, 1887 — გ. 15 აგვისტო, 1945, ტოკიო) — იაპონელი გენერალი. 1906 დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი და შემდეგ სამხედრო აკადემია ტოკიოში. 1930-1934 სარდლობდა მე-2 გვარდიულ დივიზიას. 1935-იდან იყო იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტი და უმაღლესი სამხედრო საბჭოს მდივანი. 1936-1937 საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა სამხედრო სამინისტროში, 1938-1939 სარდლობდა ჩინეთში მოქმედ ქვეით დივიზიას. 1939-1941 იყო სამხედრო მინისტრის მოადგილე. 1941-1944 ჩინეთში მე-11 არმიისა და ჩრდილოეთ ფრონტის სარდალი.1945 აპრილიდან - სამხედრო მინისტრი. 1945 წლის 15 აგვისტოს სახელმწიფო გადატრიალების ცდის შემდეგ, ანამიმ სიცოცხლე რიტუალური თვითმკვლელობით - სეპუკუთი დაასრულა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 426-427, თბ., 1975