ანაბერგის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანაბერგის ბრძოლა
სილეზიელთა აჯანყების ნაწილი
Annaberg-Buchholz_in_ERZ
ანაბერგი.
თარიღი 21 მაისი–26, 1921
მდებარეობა ანაბერგი,
შედეგი გაურკვეველი
მხარეები
პოლონეთის დროშა პოლონეთი, ვაიმარის რესპუბლიკის დროშა ვაიმარის რესპუბლიკა
მეთაურები
მაკეი მიელჟინსკი კარლ ჰოფერი
ბერნანდ ფონ ჰულსენი
ძალები
გაურკვეველი 900 ქვეითი
დანაკარგები
გაურკვეველი 120

ანაბერგის ბრძოლა — სილეზიის აჯანყების ყველაზე დიდი ბრძოლა. ბრძოლა გაიმართა 1921 წლის 21-26 მაისს, ბრძოლა გაიმართა სტრატეგიულ ბორცვზე სოფელ ანნაბერგთან. მას შემდეგ რაც, არარეგულარულმა პოლონურ-სილეზურმა შენაერთებმა ბორცვი დაიპყრეს, გერმანელმა ფრეიკორპსმა პოლონეთის ჯარები უკან დახია. საბოლოო საზღვარი, მხარეებს შორის, დადგინდა პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევით.

პრელუდია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერსალის ზავის შემდეგ, გერმანიის ჯარი შემცირდა 100 000 კაცამდე. გერმანიის საიმპერეტორო ჯარის ნარჩენებისგან ჩამოყალიბდა რამდენიმე დამოუკიდებელი გასამხედროებული ფრეიკორპსის ერთეული. გერმანული ფრეიკორფსის ერთეულები ხშირად არ ემორჩილებოდნენ ოფიციალური მთავრობის ბრძანებებს, მაგრამ გერმანიის მთავრობა ეხმარებოდა ტრანსპოტირებასა და მომარაგებაში. ფრეიკორფსის ქვედანაყოფები იბრძოდნენ კომუნისტური ჯგუფების წინააღმდეგ გერმანიაში და ასევე პოლონელი აჯანყებულების წინააღმდეგ აღმოსავლეთში. მიუხედავად იმისა რომ გერმანიამ ვერსალის ზავის შემდეგ აღაიარა პოლონეთი სახელმწიფოდ, მაინც იყო რამდენიმე სადაო ტეიროტირია სადაც ხდებოდა შეტაკებები.

1921 წლის 30 აპრილს, პოლონეთ-სილეზიელმა ჩინოვნიკებმა ვოიცეხ კორფანტის ხელმძღვანელობით, აღმოაჩინეს, რომ გერმანიას მიენიჭა სადავო ზემო სილეზიის პლებისციტური ტერიტორიის უმეტესი ნაწილი, ამის გამო დაიწყეს მესამე აჯანყება, ვარშავის მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად.[1]

2 მაისს, კონრად ვაველბერგის მეთაურობით, პოლონური ვაველბერგის ჯგუფის ქვედანაყოფების დივერსიულმა აქტებმა შეწყვიტეს ყველანაირი კავშირი გერმანიასთან.[2]

მომდევნო დღეს პოლონური ძალები შეტევაზე გადავიდნენ და გერმანული ჯარების მცირე ნაწილს დასავლეთისკენ დაახევინეს, მათ მიაღწიეს მდინარე ოდერის ხაზს და 4 მაისს დაიკავეს 400 მეტრიანი სტრატეგიული ბორცვი ანნაბერგი.

გერმანელებს დაახლოებით ორი კვირა დასჭირდათ კონტრშეტევის მოსამზადებლად და გერმანიის სხვა რეგიონებიდან მოხალისეების მოსაყვანად. მათი ლიდერი იყო გენერალ-ლეიტანტ კარლ ჰოფერსი. გენერალ-ლეიტენანტი ბერნჰარდ ფონ ჰულსენი ხელმძღვანელობდა სამხრეთ ძალებს ოდერში, ხოლო ობერსტლეიტნანტ გრუნცენი ტყეებში ჩრდილოეთ ძალებს ხელმძღვანელობდა.[3]

გერმანული შენაერთები გაძლიერდა ბავარიიდან Freikorps Oberland-ის ქვედანაყოფის ჩამოსვლით. ეს იყო 1650 ჯარისკაცი რომლებიც პირველ მსოფლიო ომში იბრძოდნენ.[4] FK Oberland-ის წევრებს შორის იყვნენ მომავალი ნაცისტური გერმანიის ცნობილი ფიგურები, მათ შორის სეპ დიტრიხი, რუდოლფ ჰესი, კურტ ეგგერსი, ედმუნდ ჰაინსი, ბეპო რომერი და პიტერ ფონ ჰეიდებრეკი, ლიდერი. ასევე, იყო რამდენიმე სტუდენტი მოხალისე ბავარიის ქალაქ ერლანგენიდან.[5][6] გერმანული ძალები ასევე შედგებოდა სილეზიური გასამხედროებული ბატალიონებისგან, რომლებიც შედგებოდა ახლახან დემობილიზებული ვეტერანებისგან და პირველ მსოფლიო ომში ნაბრძოლი ძალიან ახალგაზრდა მამაკაცებისგან.[7]

მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის ძალები აღემატებოდა გერმანიის ჯარებს რეგიონში, გერმანელებს უფრო მეტი გამოცდილება ჰქონდათ, ვიდრე პოლონელებს, რომელთაგან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანაბერგის ბორცვი ზედ მდებარე მონასტერით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მისი მწვერვალიდან შეგეძლო ოდრას მთელ ხეობაზე გაბატონებულიყავი. გერმანულ-ზემო სილეზიელმა მეთაურებმა, გენერლებმა ჰოფერმა და ჰულსენმა, გადაწყვიტეს გამოეყენებინათ ბავარიის ობერლანდის სამი ბატალიონი, რომლებიც გადაიყვანეს კრაპიცში (კრაპკოვიცე), 1921 წლის 19/20 მაისს.

გერმანიის კონტრშეტევას, რომელიც დაიწყო 21 მაისის დილის 2:30 საათზე, ხელმძღვანელობდნენ ობერლანდ ფრეიკორპსი და სილეზიელი სელბსშუტცი. ჰულსენმა მოახდინა თავისი ექვსნახევარი მცირე ბატალიონის მობილიზება (თითქმის 900 კაცი), მარცხენა და მარჯვენა ფლანგების შესაქმნელად.ფრანცისეკ რატაის მეთაურობით, გერმანელებმა დაიწყეს შეტევა, ანნაბერგის ჩრდილოეთ ბორცვის მიმართულებით, პოლონელი აჯანყებულთა პოლკის წინააღმდეგ. გერმანელებს არ ჰქონდა საარტილერიო იარაღი ამიტომაც დიდი დანაკარგები განიცადეს. ჰულსენი წერდა: „მაშინ ჩვენ გავიგეთ, რამდენად მტკივნეული იქნებოდა თავდასხმა გამაგრებულ პოზიციაზე საარტილერიო იარაღის გარეშე“. ბავარიელმა ობერლანდერებმა შეძლეს პოლონელების დამარცხება ყუმბარებით და ბაიონეტებით, შედეგად ხელთ იგდეს ორი ქვემეხი რომელიც გამოიყენეს მთის დასავლეთით მდებარე ქალაქ ოლეშკაზე (ოლესკა) შეტევისას.

7 საათიანი მძიმე ბრძოლის შემდეგ, გერმანელებმა აიძულეს პოლონელებს უკან დახეულიყვნენ. ამის შემდეგ, შეტევა გადაიტანეს მეზობელ პოლკზე კატოვიცეზე სადაც იყვნენ პოლონელი მოხალისეები განლაგებული. ბრძოლაში პოლონეთის მხარეს მონაწილეობა მიიღეს, ფერდინანდის მაღაროს ქვანახშირის მუშებმაც. მთლიანობაში, პოლონურმა ძალებმა, რომლებიც იბრძოდნენ ანაბერგის მიდამოებში, შექმნეს ჯგუფი აღმოსავლეთი.

დილის 11:00 საათზე გერმანელებმა დაიწყეს კოორდინირებული წინსვლა მთაზე: ფინსტერლინის ბატალიონი ჩრდილო-დასავლეთიდან, თავდასხმის რაზმი ჰაინცი სამხრეთ-დასავლეთიდან, ოსტრიჩერის ბატალიონი აღმოსავლეთიდან და სებრინგჰაუსის ბატალიონი და ეიკის ასეული სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. გერმანიის ზეწოლამ შედეგი გამოიღო და პოლონელებს აღმოსავლეთსიკენ დახევა მოუწიათ. პოლონეთის შემდგომი კონტრშეტევა მოიგერიეს და Freikorps-ის წარმატება ფართოდ გავრცელდა გერმანიაში, რადგან ეს ითვლებოდა გერმანიის პირველ გამარჯვებად 1918 წლის ნოემბრის შემდეგ.[8]

დღის ბოლოს პოლონელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს და გაამყარეს თავდაცივითი პოზიციები, ვილმიერზოვიცეში, კრასოვაში, ზალეს შლასკში და პოპიცში. ჰოფერის მოხსენებების თანახმად, შემდგომ ბრძოლებში ზოგიერთი გერმანული ბატალიონი შემცირდა თავდაპირველი ძალის 10-დან 15%-მდე. 21 მაისის შუადღისთვის პოლონელმა აჯანყებულებმა გერმანიის ძალებს შეუტიეს და უკან დაახევინეს კალინოვიდან, პოზნოვიჩიდან, სპრჟეცისიდან და კამიენის რკინიგზის სადგურიდან.

22 მაისს პოლონელი აჯანყებულები გადავიდნენ შეტევაზე რის შედეგადაც დაიბრუნეს რასოვა და დანიეცი, ხოლო იანუშკოვიჩის რეგიონში შეებრძოლნენ გერმანელებს ოდერის გადაკვეთის მცდელობისას.

23 მაისს პოლონელებმა, ჰინდენბურგის ბატალიონით ძალების გადაჯგუფებისა და გაძლიერების შემდეგ, (ზაბრზე) პაველ ციმსის მეთაურობით, წამოიწყეს მორიგი ძლიერი შეტევა, მაგრამ გერმანელებმა არტილერიის საშუალებით მოიგერიეს შეტევა, თუმცა, ორივე მხარემ დიდი დანაკარგები განიცადა. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა მეზობელ სოფლებში, როგორებიცაა ლეშნიცი (ლეშნიკა), ლიქინია, კრასოვა, დოლნა, ოლსოვა და კლუცი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]