შინაარსზე გადასვლა

ანა ბრენდა კონტრერასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა ბრენდა კონტრერასი
დაბადების სახელი ანა ბრენდა კონტრერას პერესი
დაბადების თარიღი 24 დეკემბერი, 1986
რიო ბრავო, მექსიკა
საქმიანობა მსახიობი, მოდელი, მომღერალი
აქტიური 2003- დღემდე
მეუღლე(ები) ალეხანდრო ამაია (2013-2014)

ანა ბრენდა კონტრერასი (ესპ. Ana Brenda Contreras; დ. 24 დეკემბერი, 1986) — მექსიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი. მისი სრული სახელია ანა ბრენდა კონტრერას პერესი, მას მოიხსენიებენ როგორც ანა ბრენდა.

ანა დაიბადა 1986 წლის 24 დეკემბერს, მექსიკაში, ტამაულიპასის შტატის ქალაქ რიო ბრავოში და გაიზარდა აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ მაკალენში.15 წლის ასაკში საცხოვრებლად მეხიკოში გადავიდა.

მან მონაწილეობა მიიღო რეალითი შოუში „პოპ ვარსკვლავები“, სადაც იგი ფინალისტი და ბენდის მონაწილე იყო, რომელსაც t'detila ერქვა. მათ ერთად რამდენიმე ალბომი ჩაწერეს.

2003 წელს მსახიობმა გადაწყვიტა რომ თეატრალურ ფაკულტეტზე ჩაებარებინა რადგანაც თვლიდა რომ ეს მისი მოწოდება იყო. 2005 წელს იგი გამოჩნდა სერიალში „სიყვარულის ბარიერი“, სადაც იგი ხუანიტას როლს ასრულებდა. რამდენიმე წელში მას ჰქონდა ახალი როლი სერიალში „ვნების დუელი“, სადაც იგი კლაუდიას როლს ასრულებდა. 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფილმში „დაბნეული ქალბატონი“.

ანამ პირველი მთავარი როლი მიიღო სერიალში „გეფიცები,მე შენ მიყვარხარ“, სადაც იგი ვიოლეტა მადრიგალის როლს ასრულებდა.

2009 წელს, პროდიუსერმა კარლა ესტრადამ, ანას მისცა ანტაგონისტის როლი სერიალში „მოჯადოებული“. ანა სერიალში მაურა ალბარანის როლს ასრულებდა. მას ძალიან უყვარდა მთავარი პერსონაჟი ალეხანდრო ლომბარდო და ყველაფერს აკეთებდა მის ხელში ჩასაგდებად.

რამდენიმე წელიწადში ანა გამოჩნდა სერიალში „მკვლელი ქალები“. ანას ასევე ეპიზოდური როლი ჰქონდა სერიალში „საბოლოო დრო“. 2010 წელს ანა გამოჩნდა სერიალში „ტერესა“, იგი ასრულებდა სერიალის პროტაგონისტი ტერესას საუკეთესო მეგობრის აურორას როლს.

2011 წლის აგვისტოს, ანამ პროტაგონისტის როლი მიიღო სერიალში „ის ვისაც სიყვარული არ შეეძლო“ (ქართველებისთვის ცნობილი როგორც მარტოსული). ანა ბრენდა ასრულებდა ანა პაულას როლს, მას პარტნიორობას ხორხე სალინასი უწევდა, სერიალი 166 ეპიზოდისგან შედგებოდა.

2013 წელს ანამ ახალი როლი მიიღო სერიალში „დაუმორჩილებელი გული“, სადაც მისი პარტნიორი დანიელ არენასი იყო, სერიალი შედგებოდა 161 ეპიზოდისგან.

2013 წლის 4 აპრილს ანა ბრენდა კონტრერასი დაქორწინდა ალეხანდრო ამაიაზე, ლას ვეგასში. სულ მალე მათი ფოტოები დაიბეჭდა რამდენიმე ჟურნალში. ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე, ანამ მომავალ მეუღლეს სხვა ქალთან შეუსწრო, თუმცა მან ამაზე თვალი დახუჭა და გადაწყვიტა საქმროსთვის ეპატიებინა, თუმცა ურთიერთობის აღდგენა მაინც ვერ მოხერხდა, მათ ერთად ცოტა ხანს იცხოვრეს.დაქორწინებიდან რამდენიმე თვეში, 2014 წლის 14 მაისს წყვილი ოფიციალურად განქორწინდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]