ამონიუმქლორიდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიშადური (ჟურნალი).

ამონიუმქორიდი, ნიშადური, NH4Cl, უფერო კრისტალური მარილი, კარგად იხსნება წყალში (37,2 გ 100 გ H2O -ში, 20 °C-ზე) და თხევად ამიაკში. 338 °C გახურებისას მთლიანად იშლება ამიაკად და ქლორწყალბადად. ამონიუმქლორიდის წყალხსნარს მჟავა რეაქცია აქვს. მრეწველობაში ამონიუმქლორიდს ღებულობენ როგორც თანაპროდუქტს ამიაკური ხერხით სოდის წარმოებისას. ამონიუმქლორიდს იყენებენ მშრალი გალვანური ელემენტების წარმოებაში, მოკალვისა და რჩილვისას, აგრეთვე მედიცინაში (გულის დაავადებით გამოწვეული შეშუპების დროს და ვერცხლისწყლის შარდმდენი პრეპარატების მოქმედების გასაძლიერებლად).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ.402, თბ., 1975