ამია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამია
Amia
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
რიგი: ამიისებრთა
ოჯახი: ამიისებრნი
სახეობა: ამია
ლათინური სახელი
Amia calva

ამია, შლამის თევზი (ლათ. Amia calva) — ძვლიანი განოიდების ზერიგის ამიისებრთა (Amiidae) ოჯახის ერთადერთი სახეობა. აქვს 60, იშვიათად 90 სმ-მდე სიგრძის სხეული, ციკლოიდური ქერცლი. გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკის დაჭაობებულ წყალსატევეებში. საკმაოდ დიდხანს ძლებს უწყლოდ. იკვებება უხერხემლო ცხოველებითა და პატარა თევზებით. ტოფობს გაზაფხულზე. მამალი აკეთებს ბუდეს, იცავს ქვირითსა და ნორჩ ლიფსიტებს. სარეწაო მნიშვნელობა თითქმის არა აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ამია&oldid=2632953“-დან