ამერიკული ფინანსების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამერიკული ფინანსების მუზეუმი
40°42′23″ ჩ. გ. 74°00′33″ დ. გ. / 40.706389° ჩ. გ. 74.009194° დ. გ. / 40.706389; -74.009194
დაარსდა 1988
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
მდებარეობა მანჰეტენი
ოფიციალური საიტი http://www.moaf.org
Map

ამერიკული ფინანსების მუზეუმი (ინგლ. Museum of American Finance) — ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი დამოუკიდებელი საჯარო მუზეუმი, რომელიც ეძღვნება ამერიკის ფინანსებისა და ფინანსური ისტორიის შენარჩუნებას, გამოფენას და სწავლებას. მდებარეობს ფინანსურ უბანში მანჰეტენზე, ნიუ-იორკში.[1] მუზეუმი არის სმიტსონის ინსტიტუტის შვილობილი. ეს არის გადასახადისაგან გათავისუფლებული ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსებულია ნიუ-იორკის შტატის განათლების დეპარტამენტის რეგენტთა საბჭოს მიერ.

ამერიკული ფინანსების მუზეუმი დაარსდა 1988 წელს, როგორც ამერიკის ფინანსური ისტორიის მუზეუმი, მაგრამ 2005 წელს ეწოდა ამერიკული ფინანსების მუზეუმი.[2] 2006 წლის დეკემბრამდე მდებარეობდა ბროდვეის 26-ში.[3] 2008 წლის 11 იანვარს მუზეუმი გაიხსნა ახალ ადგილას უოლ-სტრიტის 44 ნომერში, რომელიც გალხავთ ნიუ-იორკის ბანკის ყოფილი შტაბი.[4]

ფინანსური განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს მუზეუმმა დააფუძნა თავისი ფინანსური განათლების ცენტრი, რომელიც საბავშვო ბაღის მოსწავლეებს სთავაზობს საკლასო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას (MBA). 20112013 წლებში ამერიკული ფინანსების მუზეუმი თანამშრომლობდა Junior Achievement– თან ფინანსური განათლების ცენტრის ფარგლებში თავისი „საფინანსო პარკის“ პროგრამის შეთავაზებით.[5]

კოლექციები და გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი გალერეა

ამერიკული ფინანსების მუზეუმი აქტიურად აგროვებს დოკუმენტებს და არტეფაქტებს ფინანსურ ბაზრებთან, ფულთან და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებით. მისი კოლექცია მოიცავს 10 000 – ზე მეტ აქციას, ობლიგაციებს, ანაბეჭდებს, გრავიურებს, ფოტოსურათებს, ბანკნოტებს, ჩეკებს და წიგნებს. მუდმივი გამოფენები ფოკუსირებულია ფინანსურ ბაზრებზე, ფულზე, საბანკო საქმეზე და მეწარმეობაზე. დროებითი გამოფენები მოიცავდა: ,,ბარინგი ამერიკაში: ინტერაქტიული საინვესტიციო გამოცდილება" (2012 წლის დეკემბერი - 2013 წლის აპრილი),[6] ,,ჩეკები და ბალანსი: პრეზიდენტები და ამერიკული ფინანსები" (2011 წლის ნოემბერი - 2013 წლის მარტი),[7] ,,კრედიტის მონიტორინგის კრიზისი "(გრძელდება 2009 წლიდან);[8][9] ,,ალეგზანდერ ჰამილტონი: შთამომავლობა და მემკვიდრეობა "(2011 წლის აპრილი - 2012 წლის მარტი);[10] ,,სკანდალი! ფინანსური დანაშაულის ჩიკანერია და კორუფცია, რომელმაც შეძრა ამერიკა" (201011)[11][12] და „უოლ სტრიტის ქალები“ ​​(200910).[13]

გამოფენა ,,ალეგზანდერ ჰამილტონი: შეუცვლელი დამფუძნებელი და მეოცნებე" გაიხსნა 2014 წლის 29 ოქტომბერს. ხაზინის ყოფილმა მდივანმა ტიმოთი გეითნერმა გამოფენის გასახსნელად ლენტი გაჭრა, რომელიც მდებარეობს ამერიკული ფინანსების მუზეუმის ალეგზანდერ ჰამილტონის ოთახში. გამოფენის თანა-კურატორი იყო ჯონ ჰერცოგი, ამერიკული ფინანსების მუზეუმის დამფუძნებელი და მარიანა ოლერი, ალეგზანდერ ჰამილტონის ცნობიერების ამაღლების საზოგადოების თავმჯდომარე. ეს გამოფენა გაკეთდა ალეგზანდერ ჰამილტონის 225 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ამჟამად გამოფენა მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა და მასში წარმოდგენილია ალეგზანდერ ჰამილტონთან და მის ფინანსურ პროგრამებთან დაკავშირებული იშვიათი საგნები.[14]

პროგრამები და ღონისძიებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰამილტონის ოთახი

2012 წლიდან ამერიკული ფინანსების მუზეუმი თანამშრომლობს ალეგზანდერ ჰამილტონის ცნობიერების ასამაღლებელ საზოგადოებასთან ერთად, რომელიც მასპინძლობს ყოველწლიურ ღონისძიებებს CelebrateHAMILTON და Happy Birthday Hamilton!. ღონისძიებებში შედის: "ალეგზანდერ ჰამილტონის სიდიადის არსი", ჰამილტონი ჯეფერსონის წინააღმდეგ ისტორიული ინტერპრეტატორები - ,,დებატები",[15] "საუბარი კურატორებთან" ჯონ ჰერცოგთან და მარიანა ოლერთან ერთად, ,,ალეგზანდერ ჰამილტონი - შეუცვლელი დამფუძნებელი და მეოცნებე", ,,ახალი აღმოჩენები ალეგზანდერ ჰამილტონის ცხოვრებაში, ,,საუბარი ავტორსა და ისტორიკოს მაიკლ ე. ნიუტონსთან და მისი ახალი წიგნის, ალეგზანდერ ჰამილტონი - ფორმირების წლები, პრეზენტაცია.[16][17]

ამერიკული ფინანსების მუზეუმის პროგრამები მოიცავს ლანჩის სწავლის სერიას, რომელიც შეიცავს საუბრებს, დემონსტრაციებს და პრეზენტაციებს ლანჩის დროს, ასევე გასეირნებასა და ფილმების ჩვენებას. მუზეუმში ყოველწლიურად იმართება გალა დაჯილდოება საჯარო სამსახურისა და ფინანსური ლიდერობისათვის, რომელსაც სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე და გოლდმან საჩსის თანათავმჯდომარე ჯონ უაითჰედის სახელი ჰქვია. დაჯილდოებულთა შორის არიან პოლ ვოლკერი,[18] პიტ პეტერსონი,[19] უილიამ დონალდსონი,[20] ფელიქს როჰატინი [21] და უილიამ ჰარისონ უმცროსი[22].

პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკული ფინანსების მუზეუმი რეგულარულად აქვეყნებს ფინანსების ისტორიის საკითხებს. მუზეუმის ჟურნალი აქვეყნებს ფინანსური ისტორიკოსების და ჟურნალისტების შემოწმებულ სტატიებს ისტორიულად მნიშვნელოვან მოვლენებზე და ინდივიდებზე და ფინანსებთან დაკავშირებულ სხვა თემებზე.[23] 2011 წელს მუზეუმმა გამოუშვა ფინანსური ისტორიის მე-100 ნომერი სრული ფერადი ორმაგი გამოცემით. ამერიკული ფინანსების მუზეუმი ასევე აქვეყნებს წიგნებსა და კატალოგებს, მათ შორის, სულ ცოტა ხნის წინ გამოსული, ამერიკული საფონდო ბაზრის რევოლუციური დასაწყისი, რომელიც შეიცავს ბევრ დოკუმენტს ,,ამერიკის პირველი IPO" გამოფენაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Smithsonian Affiliates: M. Smithonian Affiliations. Smithsonian Institution. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 25, 2006. ციტირების თარიღი: September 2, 2014
  2. History. Museum of American Finance. ციტირების თარიღი: September 2, 2014
  3. Museum of American Finance Moving to Wall Street (November 11, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 23, 2006. ციტირების თარიღი: სექტემბერი 7, 2021.
  4. Rothstein, Edward (February 2, 2008). „Where the Capitalism Is (Always on Display)“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: February 13, 2020.
  5. ABC7 Eyewitness News – WABC-TV New York. ABC7 New York. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 10, 2011. ციტირების თარიღი: სექტემბერი 7, 2021.
  6. The British Bank That Forever Altered the U.S. Economy. BloombergView.com. ციტირების თარიღი: November 2, 2014
  7. Yost, Mark (December 14, 2011). „Of Debt and Taxes“. Wall Street Journal (ინგლისური). ISSN 0099-9660. ციტირების თარიღი: February 13, 2020.
  8. Bowley, Graham (August 21, 2009). „Credit Crisis Is a Big Draw for Finance Museum“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: February 13, 2020.
  9. Mark Jenkins. (October 4, 2012) Mid-Atlantic offers a wealth of museum exhibits. Washington Post.
  10. Meet Alexander Hamilton, founder of U.S. financial system. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 2, 2014. ციტირების თარიღი: სექტემბერი 7, 2021.
  11. Wall Street scandals on display. Reuters. ციტირების თარიღი: November 2, 2014
  12. „Of Scoundrels and Scandals“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: February 13, 2020.
  13. Lee, Jennifer 8. (June 4, 2009) Museum Celebrates the Women of Wall Street en-US. ციტირების თარიღი: February 13, 2020
  14. On Exhibition – "Alexander Hamilton: Indispensable Founder and Visionary". დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 10, 2016. ციტირების თარიღი: October 29, 2014
  15. Museum of American Finance. Hamilton vs. Jefferson Debate Featuring William G. Chrystal. ციტირების თარიღი: July 11, 2013
  16. Museum of American Finance Events. Michael Newton on "Alexander Hamilton: The Formative Years". ციტირების თარიღი: July 10, 2015
  17. Newton, Michael E. (July 1, 2015) Alexander Hamilton: The Formative Years, Hardcover, Eleftheria Publishing, გვ. 774. ISBN 978-0982604038. 
  18. UPDATE 2-Obama adviser Volcker: this crisis is different. Reuters. ციტირების თარიღი: November 2, 2014
  19. Patrick Cole. (January 11, 2011) Blackstone's Peterson Warns About U.S. Debt After Winning Award. Bloomberg L.P.. ციტირების თარიღი: November 2, 2014
  20. Obama Adviser Donaldson to Receive John Whitehead Award at Gala. ციტირების თარიღი: November 2, 2014
  21. Amanda Gordon. (January 23, 2012) Scene Last Night: Rohatyn, Whitehead, Martin Lipton. Bloomberg L.P.. ციტირების თარიღი: November 2, 2014
  22. Alden, William. (January 9, 2013) Wall Street's Elite, Including Ina Drew, Honors JPMorgan's Former Leader en. ციტირების თარიღი: February 13, 2020
  23. Petito, Katie. Museum of American Finance: New Name, New Location. dndco.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-17. ციტირების თარიღი: 2021-09-07.