ალფრედ ადლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალფრედ ადლერი
გერმ. Alfred Adler
დაბ. თარიღი 7 თებერვალი, 1870(1870-02-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი Rudolfsheim, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[9]
გარდ. თარიღი 28 მაისი, 1937(1937-05-28)[10] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (67 წლის)
გარდ. ადგილი აბერდინი[11]
დასაფლავებულია ვენის ცენტრალური სასაფლაო
მოქალაქეობა ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გერმანული ავსტრია
ავსტრიის პირველი რესპუბლიკა
 ავსტრია
ცისლეიტანია
საქმიანობა ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და ოფთალმოლოგი
მუშაობის ადგილი ვენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები აბრაჰამ მასლოუ
მეუღლე რაისა ადლერი[11]
მამა Leopold Adler
შვილ(ებ)ი Alexandra Adler, Valentine Adler, Kurt A. Adler[11] და Cornelia Adler[12]
გავლენა მოახდინეს
საიტი adler-iaip.net

ალფრედ ადლერი(/ˈædlər/;[15] გერმანულად: [ˈaːdlɐ]; დ. 7 თებერვალი, 1870 — გ. 28 მაისი, 1937) — ავსტრიელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი, ფსიქოთერაპევტი და ინდივიდუალური ფსიქოლოოგიის სკოლის დამფუძნებელი.[16] მან გამოკვეთა ინდივიდში არასულფასოვნების განცდა, გრძნობა და შექმნა თეორია არასრულფასოვნების კომპლექსის შესახებ[17], ეს ადამიანის ფსიქიკის ცალკე ფენომენია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის თვითჩამოყალიბება-განვითრებაში.[18] ადლერი ადამიანს ინდივიდუალურ მთლიანობად განიხილავდა და, ამიტომაც, ის თავის თეორიას „ინდივიდუალურ ფსიქოლოგიას“ უწოდებდა (ოღგლერი 1976). ადლერი პირველი იყო, ვინც ხაზი გაუსვა სოციალური ელემენტის მნიშნელობას ინდივიდის გარესამყაროსთან თვითშეგუების პროცესზე.[19] კვლევაში, რომელიც ჩატარდა 2002 წელს, ზოგადი ფსიქოლოგიის მიმოხილვა ადლერი მე-20 საუკუნის 67-ე ყველაზე გამოჩენილ ფსიქოლოგად დასახელდა.[20]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადლერი დაიბადა მარიახილფის უბან 208-ში, [21] რუდოლფშაიმში, ვენას ჩრდიოლეთით მდებარე სოფელში, რუდოლფშაიმ-5სახლის უფრო განვითარებულ, მოდერნულ მხარეში, რომელიც ქალაქის მე-15 გარეუბანი გახლავთ. ადლერების ოჯახში სულ 7 ბავშვი იზრდებოდა, მომავალი ფსიქოლოგი მეორე შვილი იყო. ალფრედის დედა და მამა ებრაელები იყვნენ- დედა პაულინა ბირი და მამა ლეოპოლდ ადლერი. ლეოპოლდ ადლერი უნგრეთში დაბადებული მარცვლეულით მოვაჭრე გახლავთ. [22][23][24] ადლერი 3 წლის იქნებოდა, როდესაც მას უმცროსი ძმა მოუკვდა მისივე საწოლში მის გვერდით მწოლს. [25] ადლერი ძალიან აქტიური ბავშვი იყო, საშუალო დონის მოსწავლე, მას აგრეთვე უფროსი ძმის ზიგმუნდის მიმართ ჰქონდა ანტაგონისტური დამოკიდებუება, უნდოდა ყოვეთვის ეჯობნა მასზე. მას ადრეულ ასაკში გამოუვლინდა რაქიტი, რამაც 4 წლამდე საწოლს მიაჯაჭვა ალფრედი. 4 წლის ასაკში მას განუვითარდა პნევომინა და მან ერთხელ გაიგონა, თუ როგორ უთხრა ექიმმა მამამის "შენი შვილი დაკარგულია". აქედან მან შთააგონა საკუთარ თავს, რომ ექიმი გამოსულიყო. [26] მოგვიანებით ის ინტერესდება ფსიქოლოგიით, ფილოსოფიით, სოციოლოგიით.[27] ვენის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ის სპეციალიზდება ოფთამოლოგიაში, მოგვიანებით კი-ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფრედ ადლერი დაიბადა ავსტრიაში, პენცინგში, 1870 წლის 7 თებერვალს ებრაელი მარცვლეულით მოვაჭრის ოჯახში. ის იყო 6 შვილიდან მეორე. რახიტის გამო მას 4 წლამდე არგაუვლია. მძიმე ბავშვობა ჰქონდა, რამდენიმეჯერ იდგა სიკვდილის პირას, ორჯერ კინაღამ ქუჩაში მოკლეს. უფროსი ძმა ხშირად აწვალებდა და ჩაგრავდა.

5 წლის ასაკში ადლერს პნევმონია შეხვდა და ვარაუდობდნენ რომ ვერ გადარჩებოდა. ადლერი გადარჩა და ამ გამოცდილებამ გადააწყვეტინა გამხდარიყო ექიმი რათა დახმარებოდა ადამიანებს.

მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა მამასთან. ის მხარში ედგა შვილს, რაც ადლერს მოტივაციას აძლევდა დაეძლია სირთულეები.

1895 წელს ალფრედ ადლერმა დაამთავრა ვენის უნივერსიტეტი და მიიღო სამედიცინო ხარისხი. მან თავდაპირველად მოღვაწეობა დაიწყო როგორც ოფთალმოლოგმა, შემდეგ კი ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის მიმართულებით გადაინაცვლა.

1902 წელს ის შეუერთდა ფსიქოანალიტიკოსთა ჯგუფს. 10 წლის განმავლობაში ის ფროიდთან ერთად მოღვაწეობდა. 1911 წელს ჩამოშორდა ფროიდს, ამბობდა რომ ის იყო სექსზე და სიკვდილზე ჩაციკლული, დააარსა საკუთარი ორგანიზაცია, ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ასოციაცია და ეს მიმართულება თანდათან მთელს ევროპაში გავრცელდა.

1912 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი ნევროტული კონსტიტუცია, სადაც საბოლოოდ წარმოადგინდა ტერმინი ინდივიდუალური ფსიქოლოგია. პირველი მსოფლიო ომის დროს ის მსახურობდა როგორც ექიმი პირველად ავსტრიის ჯარში, შემდეგ ბავშვების ჰოსპიტალში.

1918 წელს ომის დამთავრების შემდეგ მან ვენაში დააარსა ბავშვების წინამძღოლი კლინიკები, რომლებიც შემდგომში გახდა პროტოტიპი ასეთივე მსგავსი კლინიკებისა უცხოეთში.

1921-1927 წლებში ადლერი აშშ-ში ასწავლიდა და კითხულობდა ლექციებს.

1927 წელს ადლერი კოლუმბიის უნივერსიტეტის საშტატო ლექტორი იყო. 1928 წელს ნიუ-იორკის სოციალურ კვლევათა ახალ ინსტიტუტში ასწავლიდა. 1932 წელს ის მიიწვიეს პროფესორად ლონგ აილენდის მედიცინის კოლეჯში. 1934 წელს ნაცისტებმა აიძულეს დაეხურა კლინიკა, იმის გამო რომ ის იყო ებრაელი. ადლერი გადასახლდა ამერიკაში.

1937 წლის მაისში ის ჩავიდა შოტლანდიაში, ქალაქ აბერდინში, სადაც ის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. იქ ყოფნისას ის უცბად წაიქცა ქუჩაში და გარდაიცვალა გულის შეტევით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 18. — ISBN 978-2-221-06888-5
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 Babelio — 2007.
  8. 8.0 8.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  9. 9.0 9.1 114 // birth registry — ტ. 1.
  10. Адлер Альфред // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  11. 11.0 11.1 11.2 https://www.theguardian.com/uk/2011/apr/10/alfred-adler-ashes-found-edinburgh
  12. Deutsche Nationalbibliothek Record #118500686 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  13. 13.0 13.1 Bouriau C. Le « comme si » — 2013. — გვ. 164–179. — ISBN 978-2-204-09860-1
  14. 14.0 14.1 Bouriau C. (unspecified title) — გვ. 15–38. — ISBN 978-2-406-11001-9
  15. "Adler". Random House Webster's Unabridged Dictionary.
  16. Hoffman, E (1994). The Drive for Self: Alfred Adler and the Founding of Individual Psychology. Reading, MA: Addison-Wesley, გვ. 41–91. ISBN 978-0-201-63280-4. 
  17. Alfred Adler, Understanding Human Nature (1992) Chapter 6
  18. Carlson, Neil R (2010). Psychology the science of behaviour. 
  19. my.access — University of Toronto Libraries Portal. ციტირების თარიღი: 2 October 2014.
  20. Haggbloom, Steven J.; Warnick, Renee; Warnick, Jason E.; Jones, Vinessa K.; Yarbrough, Gary L.; Russell, Tenea M.; Borecky, Chris M.; McGahhey, Reagan; et al. (2002). „The 100 most eminent psychologists of the 20th century“. Review of General Psychology. 6 (2): 139–152. CiteSeerX 10.1.1.586.1913. doi:10.1037/1089-2680.6.2.139. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს |displayauthors= (დახმარება)
  21. Prof. Dr. Klaus Lohrmann "Jüdisches Wien. Kultur-Karte" (2003), Mosse-Berlin Mitte gGmbH (Verlag Jüdische Presse)
  22. Alfred Adler Biography. Encyclopedia of World Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 January 2010. ციტირების თარიღი: 10 February 2010.
  23. O., Prochaska, James (2013-05-10). Systems of psychotherapy : a transtheoretical analysis, Norcross, John C., 1957-, Eighth. Stamford, CT. ISBN 9781133314516. OCLC 851089001. 
  24. Hoffman, Edward (1994-07-20) The Drive for Self: Alfred Adler and the Founding of Individual Psychology. ISBN 9780201632804. 
  25. Orgler, Hertha. Alfred Adler, the Man and His Work;. London: C. W. Daniel, 1939. 67. Print.
  26. C. George Boeree. (1937-05-28) Personality Theories – Alfred Adler by Dr. C. George Boeree. Webspace.ship.edu. ციტირების თარიღი: 2014-05-19.
  27. Orgler, H. (1976). Alfred Adler. International Journal of Social Psychiatry, 22(1), 67-68.