გერმანული ავსტრია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტერიტორიები, რომლებზეც გერმანული ავსტრიის მთავრობას ჰქონდა პრეტენზიები

გერმანული ავსტრია (გერმ. Deutschösterreich) არაოფიციალურად ეწოდებოდა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ იმ ავსტრიულ მიწებს, რომლებიც ძირითადად გერმანელებით იყო დასახლებული.

ავსტრიის სახელმწიფო საბჭოსა და 1918 წლის 30 ოქტომბერს პირველი მთავრობის არჩევისას, ასევე ამავე წლის 18 ნოემბერს ავსტრიის რესპუბლიკის გამოცხადების დროს იმპერიის უკანასკნელი საბჭოს გერმანულენოვანმა წევრებმა, რომლებიც 1918 წლის 21 ოქტომბერს გერმანელ დეპუტატთა ეროვნულ კრებაზე ვენაში შეიკრიბნენ, მათ მიერ წარმოდგენილ ტერიტორიებს ოფიციალურად უწოდეს გერმანული ავსტრია. 1918 წლის 12 ნოემბერს მათ გამოაცხადეს ახალი რესპუბლიკის შექმნა ვაიმარის რესპუბლიკის შემადგენლობაში.

1919 წლის 10 სექტემბრის სენ-ჟერმენის ხელშეკრულების საფუძველზე ეს ტერიტორიები ავსტრიის რესპუბლიკას დაექვემდებარა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Karl Glaubauf: Die Volkswehr 1918–20 und die Gründung der Republik. Stöhr-Verlag, Wien 1993, ISBN 3-901208-08-9.
  • Norbert Leser: Eine Revolution, die keine war, Wiener Zeitung, 8. November 2008.
  • Wilhelm Brauneder: Deutsch-Österreich 1918. Die Republik entsteht. Amalthea Verlag, Wien/München 2000, ISBN 3-85002-433-4.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]