ალოშა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალოშა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: მაჩიტასებრნი
ლათინური სახელი
Campanula latifolia

ალოშა[1] (ლათ. Campanula latifolia) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა მაჩიტასებრთა ოჯახიდან (Campanulaceae), 60-120 სმ სიმაღლისა, ძლიერი ფესვებით, გლუვი ან დაღარული ღეროთი, ფოთლები გრძელი, კვერცხისებრი, ბოლოში წაწვეტებული, ორივმხრივ ოდნავ შებუსული, ლურჯი მოიისფრო, დიდი ზომის (4-6 სმ სიგრძის) ყვავილები ღეროზე უხვადაა გარდიგარმო განლაგებული. ალოშა იზრდება ხშირ კორომებად, ყვავის ივლის-აგვისტოში. გავრცელებულია ევროპასა და დასავლეთ აზიაში. საქართველოში გვხვდება სუბალპურ და ალპურ ველებში, მაღალბალახეულსა და ტყის პირებში ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Die große Pflanzen-Enzzklopädie, Bd. 1. გვ. 225

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ალოშა&oldid=2412189“-დან