ალინგსოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ალინგსოსი
შვედ. Alingsås
Alingsas, Sweden.jpg
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 57°56′ ჩ. გ. 12°32′ ა. გ. / 57.933° ჩ. გ. 12.533° ა. გ. / 57.933; 12.533
ფართობი 12,35 კმ²
მოსახლეობა 24 482 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1 982 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2

ალინგსოსი მდებარეობა შვედეთი

Red pog.svg

ალინგსოსი (შვედ. Alingsås) — ქალაქი შვედეთში, ვესტრა-გეტლანდის ლენში, თავისივე სახელწოდების კომუნის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს მდინარე სევეონზე. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 24 482 ადამიანს შეადგენს.[1]

დაარსდა კალმარის ომების დამთავრების შემდეგ და ქალაქის სტატუსი 1619 წელს მიიღო. XVIII საუკუნის 20-იან წლებში ალინგსოსი ცნობილი ხდება ტექსტილის მსხვილი მანუფაქტურული წარმოებით, რომელიც შვედმა მეწარმე იუნასომ ალსტრემერომმა დააარსა.

ქალაქის ეკონომიკა ძველად ძირითადად ტექსტილის, ტანსაცმლისა და ზოგიერთი სახის საინჟინრო მანქანების წარმოებას ეყრდნობოდა, მაგრამ ეკონომიკა ახლა დივერსიფიცირებულია და მნიშვნელოვანი როლი მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორს უკავია.

ქალაქში გამოდის ლიბერალური გაზეთი „ალინგსოს ტიდნინგი“ (Alingsås Tidning), რომელიც 1865 წელს დაარსდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 (Swedish). Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან 10 January 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 10 January 2012.