ალიგეინის პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალიგეინის პლატო
კოორდინატები: 41° ჩ. გ. 80° დ. გ. / 41° ჩ. გ. 80° დ. გ. / 41; -80
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ტერიტორიული ერთეული ნიუ-იორკი
პენსილვანია
დასავლეთი ვირჯინია
ოჰაიო
უმაღლესი წერტილი ელკ-ჰილი
სიმაღლე 821 
ფართობი 122 ათ. კმ²
ალიგეინის პლატო — აშშ
ალიგეინის პლატო

ალიგეინის პლატო (ინგლ. Allegheny Plateau; /ˌælˈɡni/) — ვრცელი დანაწევრებული პლატო აშშ-ში, ნიუ-იორკის დასავლეთ და ცენტრალურ, პენსილვანიის ჩრდილო-დასავლეთ, დასავლეთი ვირჯინიის ჩრდილო-დასავლეთ და ოჰაიოს აღმოსავლეთ ნაწილებში. აშშ-ის ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების თვალსაზრისით, წარმოადგენს ალიგეინის პლატოს რაიონს, რომელიც შედის უფრო ვრცელი ალიგეინის პლატოს პროვინციის შემადგენლობაში.[1]

ალიგეინის პლატო აპალაჩების მთების დასავლეთი ნაწილია. აღმოსავლეთით მთავრდება ალიგეინის მთებით. ფართობი 122 ათ. კმ².[2] მაქსიმალური სიმაღლე 821 მ (მთა ელკ-ჰილი).[3] გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებით მდინარე მოჰოკის ხეობიდან კამბერლენდის პლატომდე. ზოგადად ჩრდილო-დასავლეთისკენ დახრილი პლატო მრავალრიცხოვანი მდინარეებითა და ნაკადებითაა დანაწევრებული. ჩრდილოეთ ნაწილში სათავე აქვთ ალიგეინს, დელავერს, სასკუეჰანასა და სხვებს, ხოლო სამხრეთი ნაწილიდან ოჰაიოს სისტემის მდინარეებს. მოიცავს მყინვარული წარმოშობის ფინგერის ტბებს. ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 900–1150 მმ წელიწადში.[4]

მყინვარული ალიგეინის პლატო და უმყინვარო ალიგეინის პლატო მას ორ ნაწილად ჰყოფს. ძირითადად აგებულია ქვიშაქვებით, ალევროლიტებით, თიხაფიქლებით, კონგლომერატებითა და კირქვებით. უმთავრესად დაფარულია ფართოფოთლოვანი ტყით. არის ქვანახშირის, ბუნებრივი აირისა და ნავთობის საბადოები.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]