ალექსან ნალბანდიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსან ნალბანდიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Ալեքսան Նալբանդյան
დაბ. თარიღი 18 აპრილი, 1971(1971-04-18) (52 წლის)
დაბ. ადგილი ერევანი
ქვეყანა სსრკ, სომხეთი და რუსეთი
ჯილდოები სსრკ-ის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი

ალექსან (ალექსანდრ) ავესტის ძე ნალბანდიანი (დ. 18 აპრილი, 1971, ერევანი, სომხეთის სსრ) — საბჭოთა, სომეხი და რუსი მოკრივე, სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის გამარჯვებული (1991), რუსეთის ჩემპიონი (1997), რუსეთის ჩემპიონატის მედალოსანი (1997, 1999), 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. სსრკ სპორტის საერთაშორისო ოსტატი (1991).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსან ნალბანდიანი დაიბადა 1971 წლის 18 აპრილს, სომხეთის სსრ-ის დედაქალაქ ერევანში. კრივში ვარჯიში 11 წლის ასაკში დაიწყო, ჰენრიხ თატევოსიანის ხელმძღვანელობით. 1984 წლიდან ვარჯიშობდა იური ნერსესიანთან. 1991 წელს გახდა სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი და სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის გამარჯვებული, მონაწილეობა მიიღო სიდნეიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე.

1993-1994 იყო სომხეთის ნაკრების წევრი. 1994 წლის ბოლოს გადავიდა რუსეთის ქალაქ სოჭში, სადაც განაგრძო კრივში ვარჯიში არჩილ მინოსიანის ხელმძღვანელობით. 1998-2002 წლებში ცხოვრობდა რუსეთის ქალაქ კრასნოდარში. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში ის იყო ერთ-ერთი წამყვანი რუსი მოკრივე თავის წონით კატეგორიაში, გახდა რუსეთის ჩემპიონი (1997), ვერცხლის მედალოსანი ნიუ-იორკში კეთილი ნების (გუდვილის) თამაშებზე (1998) და ბრინჯაოს მედალოსანი მსოფლიო ჩემპიონატზე, ჰიუსტონში (1999). ჰიუსტონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრაში, 1/8 ფინალში დაამარცხა ლიეტუველი ივანას სტაპოვიჩიუსი, ანგარიშით 11:10. მეოთხედფინალში ანგარიშით 6:1 დაამარცხა ვენესუელელი ხოსე ლუის ვარელა. ნახევარფინალში დამარცხდა კუბელ მაიკრო რომეროსთან, ანგარიშით 2:9.[1]

2002 წელს ალექსან ნალბანდიანი დაბრუნდა სომხეთში და მოგვიანებით კვლავ განაგრძო გამოსვლა ამ ქვეყნის სახელით. 2004 წელს მან მონაწილეობა მიიღო პულაში გამართულ ევროპის ჩემპიონატში და გახდა ერთადერთი სომეხი მოკრივე, რომელმაც მოახერხა ათენის ოლიმპიური თამაშების ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება. ოლიმპიური ტურნირის მსვლელობისას მან მოიგო ფრანგ და ერაყელ მეტოქეებთნ, მაგრამ მეოთხედფინალში წააგო გამოჩენილ ჩინელ მოკრივესთან ზუ შიმინთან.

2004 წელს სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ გადავიდა ერევნის ვლადიმერ იენგიბარიანის სახელობის ბავშვთა და ახალგაზრდულ სპორტულ სკოლაში, სადაც დაიწყო სამწვრთნელო კარიერა. 2011 წლიდან მუშაობს ქალაქ სოჭის კრივის სპორტულ სკოლაში. 1991 წელს მიიღო სსრკ-ის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის წოდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]