ალექსანდრე ტუღუში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტუღუში.
ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში

ალექსანდრე ტუღუში (დ. 15 მაისი, 1976, ოზურგეთი) — ქართველი სამხედრო ოფიცერი, საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, რუსეთი-საქართველოსა და ავღანეთის ომების მონაწილე.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებშია 1997 წლიდან. მონაწილეობდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში გაგზავნილ ყველა მისიაში. იბრძოდა 2008 წელს ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ. 2009 და 2011 წლებში ავღანეთში მეთაურობდა საქართველოს არმიის 31-ე ბატალიონს. 2011 წლის დეკემბერში მძიმედ დაიჭრა ნაღმზე აფეთქების დროს. დაკარგა ორივე ქვედა კიდური. გადიოდა ხანგრძლივი მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მოინახულეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ და სხვა მაღალჩინოსნებმა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით (2012), წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (2013) და სხვა სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოებით. რეაბილიტაციის შემდეგ განაგრძო სამსახური საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]