ალექსანდრე აფანასიევი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აფანასიევი.

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე აფანასიევი (რუს. Aлeкcaндp Hикoлaeвич Aфaнacьeв; დ. 11 ივლისი/23 ივლისი, 1826, ბოგუჩარი, ვორონეჟის გუბერნია; გ. 23 სექტემბერი/5 ოქტომბერი, 1871, მოსკოვი) — რუსი ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი.

ჟურნალ „ბიბლიოგრაფიჩესკიე ზაპისკის“ გამომცემელი (1859-1860). მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია: „1769-1774 წლების რუსული სატირული ჟურნალები“ (1859), კრებული „რუსული ხალხური ლეგენდები“ (1859), სტატიები ნ. ნოვიკოვის, დ. ფონვიზინის, ა. კანტემირისა და სხვების შესახებ. „სლავების პოეტური შეხედულებანი ბუნებაზე“ (ტ. 1-3, 1866-1869), რომელიც მითოლოგიის სკოლის პრინციპებზეა აგებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კრებულია „რუსული ხალხური ზღაპრები“ (ნაკვ. 1-8, 1855-1864), სადაც ექვსასამდე ტექსტია თავმოყრილი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 12, თბ., 1977