ალბერტ ტოპოლიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ პიროვნებას. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ალბერტ გასპარის ძე ტოპოლიანი (დ. 2 აპრილი, 1935, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ) — საბჭოთა და სეპარატისტული აფხაზეთის სახელმწიფო მოხელე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბერტ ტოპოლიანი დაიბადა 1935 წელს ქალაქ სოხუმში. 1953 წელს დაამთავრა სოხუმის ა. პუშკინის სახელობის №2 საშუალო სკოლა, ხოლო 1959 წელს — ერევნის მ. გერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1959-1964 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში სამხედრო ექიმად. 1964-1967 წლებში მუშაობდა ექიმად სოხუმის სასწრაფო დახმარების სადგურში, ხოლო 1976-1992 წლებში ვ. შერვაშიძის სახელობის მე-2 საქალაქო საავადმყოფოს ექიმ-კარდეოლოგად.

1989-2001 წლებში აფხაზეთში სომხური კულტურულ-საქველმოქმედო საზოგადოება „კრუნკის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

1991 წელს არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს XII მოწვევის დეპუტატად. 1992 წელს იყო აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის მოადგილე.

1992-1996 წლებში იყო სეპარატისტული დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე; 1992-1993 წლებში — აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის მოადილე. მსახურობდა სეპარატისტული აფხაზეთის შეიარაღებულ ძალთა რიგებში. აფხაზეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ჩამოაყალიბა ორი სომხური ბატალიონი. 1994-1996 წლებში იყო აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის სახალხო კრების ვიცე-სპიკერი, 1996-1999 წლებში — აფხაზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, 2001-2002 წლებში აფხაზეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის, სპორტისა და კურორტების მინისტრი

2001 წელს დააარსა საქაველმოქმედო ფონდი „ა. გ. ტოპოლიანი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №5 (13584), 9 იანვარი, 1992

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]