აკვარელი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„აკვარელი“

კადრი ფილმიდან
დამდგმელი რეჟისორი ოთარ იოსელიანი
სცენარის ავტორი ალექსანდრე გრინი
ოთარ იოსელიანი
როლებში სოფიკო ჭიაურელი
გენადი კრაშენინიკოვი
ოპერატორი ალექსანდრე რეხვიაშვილი
ნინა ფილინკოვსკაია
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1958
ხანგრძლივობა 10 წთ
ქვეყანა სსრკ
ენა რუსული

აკვარელი — რეჟისორ ოთარ იოსელიანის მიერ 1958 წელს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი.

ფილმი რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარია, რომელიც ალექსანდრე გრინის მოთხრობების მიხედვითაა გადაღებული.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმში ნაჩვენებია ღარიბი ოჯახის ცხოვრება. ცოლი მრეცხავია, ქმარი — ლოთი, რომელიც ცოლის გამომუშავებულ ბოლო გროშებს სასმელში ხარჯავს. ერთხელაც, მორიგი ჩხუბის დროს, ცოლისგან თავის დასაღწევად გაქცეული ქმარი მუზეუმში ცდილობს დამალვას. უცებ, მუზეუმის გიდის ახსნისას, ყურადღებას შეაჩერებენ აკვარელით შესრულებულ სურათზე, რომელზეც მათი სახლია გამოსახული. უსმენენ გიდის სიტყვებს და ახლა უკვე სულ სხვა თვალით შეხედავენ თავიანთ უბადრუკ ქოხს…

მთავარ როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]