ათი მცნება

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოსე ათი მცნებით
ავტ.რემბრანდტი, 1659

ათი მცნება — ათი უმთავრესი კანონი (წესი), რომელიც ძველი აღთქმის ხუთწიგნეულის თანახმად თავად ღმერთმა მისცა მოსე წინასწარმეტყველს სინას მთაზე (ძველი აღთქმა, გამოსვლაჲ , 19:10-25).

[რედაქტირება] ბიბლიის ქართული კანონიკური ტექსტის თანახმად

  • მცნება პირველი: მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
  • მცნება მეორე: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა: არა თაყუანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
  • მცნება მესამე: არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისაჲ ამაოსა ზედა.
  • მცნება მეოთხე: მოიჴსენე დღჱ იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმჱ შენი, ხოლო დღჱ იგი მეშჳიდჱ, შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისაჲ.
  • მცნება მეხუთე: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე ქუეყანასა ზედა.
  • მცნება მეექვსე: არა კაც-ჰკლა.
  • მცნება მეშვიდე: არა იმრუშო.
  • მცნება მერვე: არა იპარო.
  • მცნება მეცხრე: არა ცილი-სწამო მოყუასსა შენსა წამებითა ცრუჲთა.
  • მცნება მეათე: არა გული გითქუმიდეს ცოლისათჳის მოყუასისა შენისა, არა გული გითქუმიდეს სახლისათჳის მოყუასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთჳის, რაჲცა იყოს მოყუასისა შენისა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე