ათინოგენ მენაღარიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მენაღარიშვილი.

ათინოგენ მენაღარიშვილი (დ. 15 მაისი, 1900, ლანჩხუთი, ოზურგეთის მაზრა — გ. უცნობია) — ქართველი აგროქიმიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1948), საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1955). მისი ვაჟია ქართველი პოლიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1928 წელს. მუშაობა დაიწყო ჩაქვის საცდელ სადგურში მეცნიერი მუშაკის თანამდებობზე. 1931 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგროქიმიის კათედრის პროფესორი იყო. გამოიკვლია ჩაის მცენარის საკვები ხსნარის ოპტიმალური რეაქცია, დაადგინა ჭიათურის მანგანუმის შლამის მიკროსასუქად გამოყენების შესაძლებლობა, დაამუშავა მურა ნახშირიდან ჰუმინისა და ტორფიდან სასუქების დამზადების ტექნოლოგია. ავტორია აგროქიმიის სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიებისა: „საკვები კულტურების განოყიერება“ (1947), „საქართველოს ტორფი“ (1949), „საქართველოს ნიადაგების აგროქიმიური დახასიათება“ (1963) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]