აზიხის მღვიმე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აზიხის მღვიმე
ფოტო
აზიხის მღვიმე
მდებარეობა

აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი

აბსოლუტური სიმაღლე

1400

გახსნის წელი

1960

ტიპი

კარსტული

შესასვლელთა რაოდენობა

7

აზიხის მღვიმე (აზერ. Azıx mağarası) — მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი სოფელ აზიხის მახლობლად (აზერბაიჯანი, ჰადრუთის რაიონი), ზღვის დონიდან 1400 მ; აღმოაჩინა მ. ჰუსეინოვმა 1960 წელს. მღვიმე კარსტული წარმოშობისაა, 200 მ სიგრძის, 50 მ-მდე სიგანის, 15-20 მ სიმაღლისა; აზიხის მღვიმეში ლითოლოგიურად ერთმანეთისაგან განსხვავებული 8 ფენაა, რომელთა საერთო სისქეა 13 მ. არქეოლოგიური მასალა აღმოჩენილია III, V და VI ფენებში: III ფენაში — სხვადასხვანაირი წვეტანები, საფხეკ-სახოკები, დანისებური იარაღები და სხვა მასალა, რომელიც მუსტიეს ეპოქით თარიღდება. V ფენაში — შუა აზიის აშელის ეპოქისათვის დამახასიათებელი ხელცულები და სხვა, აგრეთვე აგვიანდელი არქანტროპებსა და ადრინდელი პალეოანტროპებს შორის გარდამავალ საფეხურზე მდგომი ადამიანის ქვედა ყბის ფრაგმენტი; VI ფენაში — რიყის ქვისაგან ნაკეთები უხეში ხელცულები და ანატკეც-ანამტვრევები, რომლებიც ადრინდელი აშელის ეპოქით თარიღდება. აზიხის მღვიმის კულტურულ ფენებში მოპოვებულია პლეისტოცენური ხანის ფაუნის ნაშთები (გარეული ცხენის, კეთილშობილი ირმის, გიგანტური ირმის, ხარის, გარეული ღორის, თხის, ცხვრის, მღვიმური დათვისა და სხვა ცხოველთა ძვლები).

ლიტერატურა[რედაქტირება]