აზერბაიჯან-შეერთებული შტატების ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯან-შეერთებული შტატების
Map indicating locations of Azerbaijan and USA

აზერბაიჯანი

აშშ

აზერბაიჯან-შეერთებული შტატების ურთიერთობები — მოიცავს აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობებს 1994 წლიდან[1].

თანამედროვე ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის საელჩო ვაშინგტონში

1991 წლის 18 ოქტომბერს აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ამის შემდგომ, 1991 წლის 25 დეკემბერს საბჭოთა კავშირმა შეწყვიტა არსებობა და შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად აღიარა 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, მათ შორის აზერბაიჯანი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.[2] 1992 წლის 6 მარტს აზერბაიჯანმა გახსნა თავისი საელჩო ვაშინგტონში, ხოლო 1992 წლის 16 მარტს შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.[3][4]

2005 წელს ბარაკ ობამა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანში აშშ-ს სენატორ რიჩარდ ლუგართან ერთად.[5]

2009 წლის სექტემბერში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას, სახელმწიფო საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უილიამ ჯოზეფ ბერნსმა გამოთქვა შეერთებული შტატებისთვის საინტერესო სამი ძირითადი სფერო აზერბაიჯანთან ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, ესენი იყო: უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობა, ენერგეტიკა და ეკონომიკურ-დემოკრატიული რეფორმები.[6]

ეკონომიკური ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-აზერბაიჯანული კავშირები ეკონომიკურ სფეროში, ძირითადად, განვითარდა კასპიის ენერგო რესურსებისა და მათი დასავლეთ ბაზრებზე მიმართვის თვალსაზრისით. აშშ-ს კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ კასპიის ნახშირწყალბადების გადამუშავებაში, აზერბაიჯანული ოფშორული ნავთობპროექტებში, ხოლო აშშ-ს მთავრობამ აქტიურად დაუჭირა მხარი ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობას, როგორც კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების პირველად მარშრუტს.[7]

2008 წლის იანვარში კომენტარი გააკეთა სენატორმა რიჩარდ ლუგარმა აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯონ ც.კ.-მ ყოველდღიურმა საგაზეთო გამოცემა „UPI“-მ აზერბაიჯანს უწოდა „დარჩენილი მეგობარი, რომელიც ამერიკას კასპიის აუზთან ჰყავს“.[8]

1995 წელს შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერა ორმხრივ სავაჭრო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან. ხელი ასევე მოეწერა ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომელიც მას ბენეფიციარ ქვეყანას უწოდებს პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის („GSP“-ის) პროგრამით.[4] აშშ ასევე მხარს უჭერს აზერბაიჯანის განაცხადს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლასთან დაკავშირებით.[6]

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-აზერბაიჯანის თანამედროვე ურთიერთობებზე ძლიერი გავლენა მოახდინა აშშ-ს ოფიციალურმა პოზიციამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით. აშშ აქტიურად იყო ჩაბმული კონფლიქტის მოგვარების მცდელობებში 1992 წლიდან. ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის (CSCE; დღეს ეუთო ეწოდება) მისიის ფარგლებში. საბოლოოდ დადგინდა კონფლიქტური მხარეების წარმომადგენლობა ეუთოს მინსკის ჯგუფის მოლაპარაკების ფორმატში.[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bulletin d'Information de l'Azerbaidjan, No. I, September 1, 1919, pp. 6–7
  2. James P. Nichol. Diplomacy in the Former Soviet Republics, Praeger/Greenwood, 1995, ISBN 0-275-95192-8, p. 150
  3. Betty Blair (1993). „Azerbaijan International: Regional Stability and US Interests“. 1–2. Azerbaijan International.
  4. 4.0 4.1 U.S. Department of State. U.S.-Azerbaijan relations. ციტირების თარიღი: 2010-07-08.
  5. Larson, Christina. Hoosier Daddy. Washington Monthly (Sep 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-30. ციტირების თარიღი: 2019-11-03.
  6. 6.0 6.1 Burns, William J.. Remarks: U.S.-Azerbaijan Relations. Department of State (Sep 18, 2009).
  7. Bülent Gökay. The Politics of Caspian Oil, Palgrave Macmillan, 2001, ISBN 0-333-73973-6, p. 195
  8. Daily, John C.K. (2008-01-18). „Analysis: U.S. has ally in Azerbaijan“. United Press International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-22. ციტირების თარიღი: 2008-01-21.
  9. Maresca, John J. (2000) „The conflict over Nagorno-Karabakh“, Opportunities missed, opportunities seized: preventive diplomacy in the post-Cold War world. Rowman & Littlefield, გვ. 78–80. ISBN 978-0-8476-8559-2. „To make early negotiations possible, the United States also brokered an agreement under which both the Armenian and the Azerbaijani communities of Nagorno-Karabakh would participate separately in the Minsk Group, though not as sovereign states.