ავთანდილ ცქიტიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავთანდილ ცქიტიშვილი (დ. 26 ივლისი, 1950, სარვანი — გ. 6 დეკემბერი, 2013) — ქართველი სამხედრო პირი, ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1969-1972 წლებში სწავლობდა თბილისის უმაღლეს სამეთაურო სამხედრო საარტილერიო სასწავლებელში. 1978-1981 წლებში სწავლა განაგრძო ლენინგრადის საარტილერიო აკადემიაში.

1972-1973 წლებში მსახურობდა სსრკ შეიარაღებული ძალების მე-13 გვარდიული სატანკო დივიზიის მე-6 მოტომსროლელი პოლკის, არტილერიის მართვისა და დაზვერვის ოცეულის მეთაურად უნგრეთის სახალხო რესპუბლიკაში. ხოლო 1973-1975 წლებში სსრკ შეიარაღებული ძალების მე-13 გვარდიული სატანკო დივიზიის მე-6 მოტომსროლელი პოლკის, არტილერიის მართვისა და დაზვერვის ასეულის მეთაურად ასევე უნგრეთის სახალხო რესპუბლიკაში. 1975-1976 წლებში — შუა აზიის სამხედრო ოლქის 1-ი სააარმიო კორპუსის 155-ე მოტომსროლელი დივიზიის 515-ე მოტომსროლელ პოლკში. 1976-1981 წლებში — შუა აზიის სამხედრო ოლქის 1-ი საარმიო კორპუსის 155-ე მოტომსროლელი დივიზიის 906-ე ცალკეული საარტილერიო დივიზიონის შტაბის უფროსად. 1981 წლიდან ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქის მე-11 გვარდიული არმიის საარტილერიო ბრიგადის დივიზიონის მეთაურად. 1981-1985 წლებში მუშაობდა მე-40 სატანკო დივიზიის 886-ე გვარდიულ-საარტრილერიო პოლკის შტაბის უფროსად. 1985-1986 წლებში შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში, კერძოდ, მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში. 1986-1989 წლებში მსახურობდა 129-ე დივიზიის საარტილერიო პოლკის მეთაურად. 1989-1991 წლებში საქართველოს სსრკ სამოქალაქო თავდაცვის შტაბში. 1989 წელს აქტიურად ჩაერთო ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. იყო ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1990 წელს, საქართველოს ეროვნული გვარდიის-შინაგანი ჯარების ჩამოყალიბების დღიდან, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინადადებით დაანება თავი სსრკ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მოღვაწეობას და დაინიშნა ახალი საქართველოს 1-ი ბრიგადის პირველ მეთაურად: დაევალა მისი ჩამოყალიბება და დაკომპლექტება. 1991 წლის აგვისტოდან მსახურობდა — ეროვნული გვარდიის სარდლის პირველ მოადგილედ. 1992 წლის იანვრიდან მსახურობდა — თავდაცვის სამინისტროს მთავარი საბრძოლო სამმართველოს უფროსად. 1992 წლის თებერვლიდან მსახურობდა — შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსად. 1993 წლის მაისიდან მსახურობდა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში. 1993 წელს სოხუმის დაცემის შემდეგ გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. 1996 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის თხოვნით დაბრუნდა სამსახურში სასაზღვრო ძალების შტაბის უფროსად. 1999 წლის სექტემბერში კვლავ დაანება თავი სამსახურს და გახდა ვეტერანთა მოძრაობის აქტიური წევრი და ერთ-ერთი ლიდერი. 2013 წლიდან დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსის მრჩევლად. მიღებული აქვს უცხო ქვეყნების ჯილდოები.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ღირსების ორდენი
  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები, თბ., 2015, გვ. 130

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]