ადმონტის სააბატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმონტის სააბატო
ზოგადი ინფორმაცია
შენობის ტიპი სააბატო (ძველი მონასტერი)
არქიტექტურული სტილი ნეოგოთიკა
ქვეყანა ავსტრია[1]
მდებარეობა ავსტრია
მისამართი Kirchplatz 1 u. a.[1]
კოორდინატები 47°34′30″ ჩ. გ. 14°27′43″ ა. გ. / 47.5750194° ჩ. გ. 14.4621611° ა. გ. / 47.5750194; 14.4621611
დაიწყო 1074[2]
გაიხსნა 1074
განახლდა 1890

ადმონტის სააბატო (გერმ. Stift Admont) — ბენედიქტინების მონასტერი, რომელიც მდებარეობს მდინარე ენსზე ავსტრიის ქალაქ ადმონტში. ადმონტის სააბატოში წარმოდგენილია მსოფლიოში უდიდესი სამონასტრო ბიბლიოთეკა და ასევე სამეცნიერო კოლექცია.[3] სააბატო ცნობილია ბაროკოს არქიტექტურით და ხელნაწერებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა ბლეზისადმი მიძღვნილი ადმონტის სააბატო დააარსა 1074 წელს ზალცბურგის არქიეპისკოპოსმა გებჰარდმა. მეორე აბატმა, ჟიზელბერტმა, როგორც ამბობენ, აქ შემოიღო კლუნიაკის რეფორმები (ცვლილებების სერია დასავლური ეკლესიის შუა საუკუნეების მონაზვნობაში, რომელიც ორიენტირებული იყო ტრადიციული სამონასტრო ცხოვრების აღდგენაზე, ხელოვნების წახალისებაზე და ღარიბებზე ზრუნვაზე). შემდეგმა აბატმა, ვოლფჰოლდმა, დააარსა მონასტერი კეთილშობილი ოჯახების გოგონების აღზრდისთვის.

ადმონტის ბიბლიოთეკის ინტერიერი

თურქების წინააღმდეგ ომებმა და რეფორმაციამ (აბატი ვალენტინი ვალდებული იყო გადამდგარიყო მისი რეფორმირებული შეხედულებების გამო) ხანგრძლივი დაკნინება გამოიწვია. გარდა საშუალო სკოლისა, რომელიც მოგვიანებით გადავიდა იუდენბურგში, აქ იყო თეოლოგიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტები. მე-17 და მე-18 საუკუნეებში სააბატომ მიაღწია მხატვრული პროდუქტიულობის მაღალ დონეს, მსოფლიოში ცნობილი საეკლესიო მქარგავის ბენო ჰაანის (16311720) და მოქანდაკე ჯოზეფ სტამელის ნამუშევრებით.

1865 წლის 27 აპრილს, ხანძარმა გაანადგურა თითქმის მთელი მონასტერი. რეკონსტრუქცია დაიწყო მომდევნო წელს, მაგრამ არ დასრულებულა 1890 წლამდე.[4]

1930-იანი წლების ეკონომიკურმა კრიზისმა აიძულა სააბატო გაეყიდა თავისი ხელოვნების მრავალი ნიმუში და ნაციონალ-სოციალისტური ხელისუფლების პერიოდში მონასტერი დაიშალა, რის გამოც ბერები განდევნეს. მათ შეძლეს დაბრუნება 1946 წელს. 1641 წლიდან სააბატო არის ზალცბურგის კონგრეგაციის წევრი, რომელიც 1930 წელს გაერთიანდა ბენედიქტინების კონფედერაციის დღევანდელ ავსტრიულ კონგრეგაციაში.

სააბატოს ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სააბატოს ეკლესია დააპროექტა არქიტექტორმა ვილჰელმ ბიუჩერმა. ეკლესიაში არის მე-12 საუკუნის რომაული სტილის გვერდითი კარები. მისი დასავლეთის კოშკი 67 მეტრს აღწევს, ხოლო ფასადზე არის წმინდა ბენედიქტესა და წმინდა სქოლასტიკას ფიგურები. ეკლესიის მფარველის, წმინდა ბლეზის ფიგურა ეკლესიით დასავლეთ მხარეს მდებარეობს.

სააბატოს ეკლესიაში არის ცენტრალური დერეფანი და ორი გვერდითი ბილიკი, რომელთაც ახლავს ხუთი გვერდითი სამლოცველო და ექვსი საკურთხეველი. მარიას სამსხვერპლოზე მარია იმაკულატას ნახატია, რომლის ავტორი მარტინო ალტომონტე გახლავთ (16571745 წწ.). ასევე აქ არის თხუთმეტი მოჩუქურთმებული მედალიონი. ორივე ხელოვნების ნიმუში შეიქმნა 1726 წელს და გადაურჩა 1856 წლის ხანძარს.

გვერდით სამლოცველოში არის ადმონტის ცნობილი აკვანი, რომლის ნახვა შესაძლებელია ღიაა 25 დეკემბრიდან 2 თებერვლამდე.

1518 წლით დათარიღებული ტრიუმფალური თაღის ქვეშ გოტიკური ჯვარცმაა, რომელიც ანდრეას ლაკნერს ეკუთვნის. წმინდა ბლეზის ქანდაკება დგას თეთრი კარარას მარმარილოს მაღალი საკურთხევლის თავზე. ეკლესიას ასევე ამშვენებს ბენო ჰაანის მე-18 საუკუნის გობელენები.

ახლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმონტიში ახლა არის 27-ზე მეტი ბერი. სააბატო პასუხისმგებელია 27 სამრევლოზე, აქვს საშუალო სკოლა და ხანდაზმულთა სახლი ფრაუენბერგში. მის სხვადასხვა საწარმოში 500-მდე ადამიანია დასაქმებული, ასევე სააბატოს მფლობელობაში შედის მუზეუმები და კოლექციები.

ბიბლიოთეკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სააბატოს ბიბლიოთეკის დარბაზი, რომელიც აშენდა 1776 წელს არქიტექტორ ჯოზეფ ჰუბერის დიზაინით, არის მსოფლიოში უდიდესი სამონასტრო ბიბლიოთეკა. მას აქვს შვიდი გუმბათი, რომლებიც მორთულია ბარტოლომეო ალტომონტეს ფრესკებით, რომლებიც გვიჩვენებს ადამიანის ცოდნის ეტაპებს ღვთაებრივი გამოცხადების მაღალ წერტილამდე. სააბატო ფლობს 1400-ზე მეტ ხელნაწერს, რომელთაგან უძველესი, ზალცბურგის წმინდა პეტრეს სააბატოდან, იყო დამაარსებლის, არქიეპისკოპოსის გებჰარდის საჩუქარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Michael Braunsteiner (ed.) Barockbildhauer Josef Stammel 1695–1765. Benediktinerstift Admont 1997
  • Michael Braunsteiner, Gerald Unterberger, P. Winfried Schwab, Klosterführer/Monastery Guide, Admont 2006
  • Abt Bruno Hubl, Michael Braunsteiner, Admont, Ein Fotoportät von Rudi Molacek, Admont 2003, ISBN 3-9501594-1-X
  • Adalbert Krause Stift Admont. Kolorit, Wien 1974, ISBN 3-85142-001-2
  • Rudolf List Stift Admont 1074–1974. Festschrift zur Neunhundertjahrfeier. OÖ. Landesverlag, Ried im Innkreis 1974
  • Hannes P. Naschenweng "Admont". In: Die Benediktinischen Mönchs- und Nonnenklöster in Österreich und Südtirol, bearb. von Ulrich Faust, Waltraud Krassnig, = Germania Benedictina 3/1, St. Ottilien 2000, 71-188
  • Hannes P. Naschenweng "Admont, Frauenkloster". In: Die Benediktinischen Mönchs- und Nonnenklöster in Österreich und Südtirol, bearb. von Ulrich Faust, Waltraud Krassnig, = Germania Benedictina 3/1, St. Ottilien 2000, 189-212
  • Bernhard Sebl: Besitz der „toten Hand“. Entziehung und Restitution des Vermögens der Benediktinerstifte Admont und St. Lambrecht. = Veröffentlichungen des Steiermärkischen Landesarchivs 32, Graz 2004
  • Johann Tomaschek, et al. Benediktinerstift Admont. Sehenswürdigkeiten und Sammlungen. Benediktinerstift Admont 1990

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Wiki Loves Monuments monuments database — 2017.
  2. https://www.steirischemuseen.at/m/Museum/2/Benediktinerstift%20Admont%20-%20Bibliothek%20und%20Museum
  3. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-11. ციტირების თარიღი: 2015-02-04.
  4. Brockhaus' Konversations-Lexikon. 14th ed., Leipzig, Berlin and Vienna 1894; Vol. 1, p. 152