ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ინგლ. The European Court of Human Rights (ECtHR); ფრანგ. Cour européenne des droits de l’homme) არის 1950 წლის ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციით დაფუძნებული საერთაშორისო სასამართლო ორგანო. იგი განიხილავს კერძო ინდივიდების საჩივრებს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც ეხება ამ კონვენციით გარანტირებული უფლებების სადავო დარღვევებს. სასამართლოში საჩივრის შეტანის უფლება აქვთ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებსაც ერთმანეთის წინააღმდეგ.
სტატიის