აგაშერის ომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აგაშერის ომი
Burkina Faso - Oudalan.svg
უდალანის პროვინცია, რომლის ჩრდილოეთ ნაწილშიც მიმდინარეობდა ომი.
თარიღი 25 დეკემბერი-30 დეკემბერი, 1985
მდებარეობა მალისა და ბურკინა-ფასოს საზღვარი
შედეგი მალის გამარჯვება. გაეროს საერთაშორისო სასამართლო.
ტერიტორიული
ცვლილებები
აგაშერის ზოლი განაწილდა თანაბრად
მხარეები
მალის დროშა მალი ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო
მეთაურები
მუსა ტრაორე თომას სანკარა
ძალები
7 600 4 600
დანაკარგები
38 დაღუპული,
57 დაჭრილი
141 დაღუპული,
257 დაჭრილი

აგაშერის ომი, საშობაო ომი — სასაზღვრო ომი მალისა და ბურკინა-ფასოს შორის. მიმდინარეობდა 1985 წლის ბოლოს.

აგაშერის ზოლი მდებარეობს ბურკინა-ფასოს ჩრდილო-აღმოსავლეთით და ითვლება ბუნებრივი გაზითა და მინერალური რესურსებით მდიდარ ტერიტორიად. დიდი ხნის განმავლობაში მასზე პრეტენზიას აცხადებდა მალი. 1974 წლის ბოლოს ორ ქვეყანას შორის გაიმართა მცირე სასაზღვრო ინცინდენტების სერია. კონფლიქტი შეწყდა აფრიკის ერთიანობის ორგანიზაციის უშუალო ჩარევით.

1982 წელს ბურკინა-ფასოს (1984 წლამდე - ზემო ვოლტა) ხელისუფლებაში მოდის თომას სანკარა, კონფლიქტის დასრულების სურვილით. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა. 1985 წლის ბოლოს ბურკინა-ფასოს ხელისუფლებამ ჩაატარა მოსახლეობის აღწერა. აღწერის სიებში შეცდომით მოხვდა მალის ტერიტორიაზე მდებარე ფულბეს ტომის ბანაკი. აღნიშნულის საპასუხოდ მალის ხელისუფლებამ გამოხატა პროტესტი და აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიყვანა თავისი შეიარაღებული ძალები, რომლებიც ომისათვის სრულ მზადყოფნაში იყვნენ. 25 დეკემბერს კათოლიკურ შობას მალის არმიამ დაიწყო შეტევა აგაშერის ზოლზე. მათ მოახერხეს ბურკინა-ფასოს არმიის უკან დახევა და დაიკავეს რამდენიმე სოფელი. ლიბიისა და ნიგერიის ჩარევის შემდეგ 30 დეკემბერს საომარი მოქმედებები შეწყდა.

აგაშერის ზოლის ბედი გადავიდა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს ხელში, რომელმაც თავისი ვერდიქტი გამოიტანა 1986 წელს და თითქმის თანაბრად გაანაწილა ორ ქვეყანას შორის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]