აბაშიძეების კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბაშიძეების კოშკი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში. კოშკი დგას სოფლის ზემოთ, ვეჯინის ხევის მარჯვენა ნაპირზე, განეუთნება XVII საუკუნეებს. გადმოცემით ეკუთნოდა ივანე აბაშიძეს ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეს, ქეშიკთუხუწესს, კრწანისის ომის გმირს რომელსაც როგორც კახეთის მკვიდრს ,,კახთ აბაშიძეს’’ უწოდებდნენ.

კოშკი გეგმით მრგვალია ( გარე დიამეტრი ფუძის დონეზე 9 მეტრი კედლის სისქე 1,5 მეტრი) და ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება, ნაგებია რიყის ქვით, იგი ოთხი სართულისგან შედგება, ხოლო მეხუთე კედელშემოვლებული ბანია (სიმაღლით დაახლოებით 14 მეტრი) ყოველ სართულზე თითო ოთახია. სართულები ერთმანეთს კედლის სისქეში მოწყობილი კიბით უკავშირდებოდა. სართულებს ხის კოჭოვანი გადახურვა ჰქონიათ. კოშკის შესასვლელი 1 სართულის დონეზეა აღმოსავლეთიდან. კარი გარედან კვადრატული აგურითაა ნაწყობი, ნახევარწრიული თაღითაა გადახურული, შიგნით - სწორკუთხაა. შესასვლელის ორივე მხარეს, ჭერთთან გაჭრილია გარეთკენ შემაღლებული და თანდათან დავიწროვებული თითო სარკმელი, სართულზე გეგმით ნახევარწრიული ორი ბუხარი (შესასვლელის პირდაპირ და ჩრდილოეთით) ექვსი ღრმა, ხის ძელებით თარაზულად გადახურული ნიშა და მეორე სართულზე ასასვლელი კიბის უჯრედის თაღოვანი შესასვლელია- კოშკის შესასვლელის სამხრეთით.

მეორე სართულზე, კოშკის შესასვლელის ასწვრივ ნახევარწრიულთაღიანი ღიობია, რომლის წინ ხის დაკიდული აივანი ყოფილა მოწყობილი. ღიობის თაღი ნაწყობია აგურით, შიგნით კი თარაზულათაა გადახურული ხის ძელებით. ამ სართულზე არის გეგმით ნახევარწრიული ერთი ბუხარი. სათოფურებით აღჭურვილი შვიდი სწორკუთა ნიშა, (ექვსნიშაში თითო შეწყვილებული სათოფურია ერთში-ერთი ცალმაგი). პირველი და მესმაე სართულებთან დამაკავშირებელი კიბის უჯრედების თითო სწორკუთხა შესასვლელის სართული ორი სწორკთხა სარკმელითაა განათებული. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ორივე ჭერის დონეზეა. მესამე სართულზე სწორკუთხა ნიშები და ორი ფართო სწორკუთხა ღიობია ( სამხრეთით და ჩრდილოეთით). სამხრეთი ღიობის გვერდით დიდი, კვადრატული ნიშაა, რომლის ქვედა ნაწილში შეწყვილებული სათოფურია, ზედაში სწორკუთხა სარკმელი. ერთი, ხის ძელით ბრტყლად გადახურული სარკმელი აღმოსავლეთ კედელშიცაა. მეოთხე სართულზე ოთხი დიდი სწორკუთა ღიობია. ყველა მათგანის წინ დაკიდული აივანი ყოფილა, მოგვიანებით ორი ღიობი ამოუშენებიათ და სათოფურები მოუწყვიათ. ამ სათოფურების გარდა სართულის მთელ პერიმეტრზე, სხვადასხვა დონეზე ცალმაგი და შეწყვილებული სათოფურებია განლაგებული. ბანზე ასასვლეად როგოც ჩანს მისასვლელ კიბეს იყენებდნენ.

1986-87 წლებში სპეციალურად სამეცნიერო სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ ძეგლზე ჩაატარა სარესტავრაციო სამუშაოები (პროექტის ავტორი არქიტექტორი ი. მოსულიშვილი). გაიწმინდა კოშკის მიმდებარე ტერიტორია, აღდგა ხის სართულშუა გადახურვები და ბანის კედელი რომელშიც მოეწყო სათოფურები და სალოდეები. მეორე და მეოთხე სართულზე აღდგა დაკიდული აივნები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]