აცეტილცელულოზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აცეტილცელულოზას სტრუქტურული ფორმულა

აცეტილცელულოზა, ცელულოზის აცეტატებიცელულოზის ძმარმჟავა ეთერები. აცეტილცელულოზას ღებულობენ ცელულოზის (ბამბის ღინღლი, მერქნის გაკეთილშობილებული ცელულოზა) ძმრის ანჰიდრიდის მოქმედებით სხვადასხვა კატალიზატორის და გამხსნელის თანაობისას:

რეაქციის საბოლოო პროდუქტს — ცელულოზის ტრიაცეტატს, ტექნიკაში ჩვეულებრივ ტრიაცეტილცელულოზას ან კიდევ პირველად აცეტატს უწოდებენ. ტრიაცეტატის ნაწილობრივი ჰიდროლიზისას ეგრეთ წოდებული მეორეული აცეტატი მიიღება.

აცეტილცელულოზა თეთრი ამორფული მასაა. აცეტილცელულოზა (განსაკუთრებით ტრიაცეტატი) მცირედ ჰიგროსკოპულია, შუქმედეგია, კარგი ფიზიკურ-მექანიკური თვისებები აქვს და პრაქტიკულად არ იწვის. 190–210°C-ზე აცეტილცელულოზის ნაკეთობა ფერს იცვლის, ხოლო 230°C-ზე იწყებს დაშლას. ტუტეები და მინერალური მჟავები აცეტილცელულოზის თანდათანობით გასაპვნას იწვევს. პირველადი აცეტილცელულოზა იხსნება ძმარმჟავაში, მეთილენქლორიდში, ქლოროფორმში, დიქლორეთანში, ანილინში, პირიდინში; მეორეული აცეტატი — აცეტონში, აცეტონისა და სპირტის ნარევში, ეთილაცეტატში, დიოქსანში და სხვა ორგანულ გამხსნელში. აცეტილცელულოზას იყენებენ აცეტატური ბოჭკოს, აფსკების (კერძოდ, ელექტროსაიზოლაციო), პლასტმასების წარმოებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]