აცეტილცელულოზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აცეტილცელულოზას სტრუქტურული ფორმულა

აცეტილცელულოზა, ცელულოზის აცეტატებიცელულოზის ძმარმჟავა ეთერები. აცეტილცელულოზას ღებულობენ ცელულოზის (ბამბის ღინღლი, მერქნის გაკეთილშობილებული ცელულოზა) ძმრის ანჰიდრიდის მოქმედებით სხვადასხვა კატალიზატორის და გამხსნელის თანაობისას:

Cellulose acetate preparation etherification.svg

რეაქციის საბოლოო პროდუქტს — ცელულოზის ტრიაცეტატს, ტექნიკაში ჩვეულებრივ ტრიაცეტილცელულოზას ან კიდევ პირველად აცეტატს უწოდებენ. ტრიაცეტატის ნაწილობრივი ჰიდოლიზისას ეგრედ წოდებული მეორეული აცეტატი მიიღება.

აცეტილცელულოზა თეთრი ამორფული მასაა. აცეტილცელულოზა (განსაკუთრებით ტრიაცეტატი) მცირედ ჰიგროსკოპულია, შუქმედეგია, კარგი ფიზიკურ-მექანიკური თვისებები აქვს და პრაქტიკულად არ იწვის. 190–210°C-ზე აცეტილცელულოზის ნაკეთობა ფერს იცვლის, ხოლო 230°C-ზე იწყებს დაშლას. ტუტეები და მინერალური მჟავები აცეტილცელულოზის თანდათანობით გასაპვნას იწვევს. პირველადი აცეტილცელულოზა იხსნება ძმარმჟაში, მეთილენქლორიდში, ქლოროფორმში, დიქლორეთანში, ანილინში, პირიდინში; მეორეული აცეტატი — აცეტონში, აცეტონისა და სპირტის ნარევში, ეთილაცეტატში, დიოქსანში და სხვა ორგანულ გამხსნელში. აცეტილცელულოზას იყენებენ აცეტატური ბოჭკოს, აფსკების (კერძოდ, ელექტროსაიზოლაციო), პლასტმასების წარმოებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]