ბერნარდ ბერენსონი
იერსახე
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/96/Bernard_Berenson_in_the_gardens_of_Villa_I_Tatti.jpg/260px-Bernard_Berenson_in_the_gardens_of_Villa_I_Tatti.jpg)
ბერნარდ ბერენსონი (ინგლ. Bernard Berenson; დ. 26 ივნისი, 1865, ვილნო — გ. 7 ოქტომბერი, 1959, ფლორენცია) — ამერიკელი ხელოვნების ისტორიკოსი. დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი (1887). ამერიკული ხელოვნების და ლიტერატურის აკადემიისა და ევროპული რამდენიმე აკადემიის წევრი. 1900 წლიდან ცხოვრობდა იტალიაში. 1890 და 1900-იანი წლების დასაწყისის შრომებში ბერნსონმა პირველმა განსაზღვრა იტალიური აღორძინების სხვადასხვა სკოლისა და მხატვართა შემოქმედების სტილისტური თავისებურებანი. ბერნსონმა დიდი მუშაობა ჩაატარა იტალიელ მხატვართა სურათების ატრიბუციისათვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 331.