აგლუტინაცია (ენათმეცნიერება)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგლუტინაცია.
ენათმეცნიერება
თეორიული ენათმეცნიერება
მორფოლოგია
სემასიოლოგია
ენათმეცნიერული ტიპოლოგია
გამოყენებითი და ექსერიმენტალური ენათმეცნიერება
ინტერნეტ ენათმეცნიერება
ფსიქოლინგვისტიკა
დაკავშირებული სტატიები
ენათმეცნიერების სია
ენათმეცნიერების ისტორია გადაუჭრელი პრობლემები ენათმეცნიერებაში

აგლუტინაციააფიქსის მექანიკური დაკავშირება სიტყვის ძირთან ან ფუძესთან. აგლუტინაციის დროს ერთი აფიქსი გამოხატავს მხოლოდ ერთ გრამატიკულ კატეგორიას და ყოველ გრამატიკულ მნიშვნელობას მუდამ გარკვეული აფიქსი გადმოსცემს. აფიქსი ორგანულად არ ერწყმის არც ძირს, არც წინამავალ და არც მომდევნო აფიქსს: სიტყვა - ფორმა ადვილად იშლება შემადგენელ ნაწილებად. ყველა ცვლილება, რაც მორფემათა საზღვარზე ხდება (ფუძის კუმშვა ან კვეცა, აფიქსური ელემენტის ხმოვნის ან თანხმოვნის შეცვლა), ექვემდებარება ამა თუ იმ ენისათვის დამახასიათებელ წმინდა ფონეტიკურ კანონზომიერებას.

აგლუტინაციის პრინციპის მიხედვით ქართულ ენაში იწარმოება: სახელებში- ბრუნვა, რიცხვის კატეგორიები (მაგალითად, კაც-ი; აფიქსი -ი სახელობითი ბრუნვის ნიშანია; კაც-ებ-ს, -ებ- მრავლობითი რიცხვის, ხოლო -ს მიცემითი ბრუნვის ნიშანია), ზმნებში- პირი, დრო, რიცხვი, კილო, გვარი, თემა, კაუზატივი და სხვა. მაგალითად, ზმნაში ვ-წერ-დი-თ, ვ პირველი სუბიექტური პირის, -დ- ნამყო უსრული დროის, ხოლო -თ მრავლობითი რიხცვის ნიშნებია.

ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაციის დროს აგლუტინაცია მიჩნეულია ერთ-ერთ საკლასიფიკაციო ნიშნად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]